მკითხველთა აზრით, მინისტრთა კაბინეტიდან სიმპათიას კახიშვილი, სერგეენკო და გახარია, ხოლო ანტიპათიას წულუკიანი იმსახურებს

მკითხველთა აზრით, მინისტრთა კაბინეტიდან სიმპათიას კახიშვილი, სერგეენკო და გახარია, ხოლო ანტიპათიას წულუკიანი იმსახურებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

AMBEBI.GE-მ და kvirispalitra.ge-მ საიტზე გამოკითხვა ჩაატარეს, რომელი მინისტრები იმსახურებენ მკითხველის სიმპათიას და ანტიპათიას. გამოკითხვაში მონაწილეობა 6 000-ზე მეტმა მკითხველმა მიიღო.

კითხვაზე - იმ მინისტრებიდან, რომლებმაც ამ ეტაპზე პოსტი შეინარჩუნეს, ყველაზე მეტად რომელი იმსახურებს თქვენს ანტიპათიას? - პასუხი 6 400-მა მკითხველმა გასცა და მათი უმრავლესობის - 44%-ის ანტიპატიას მინისტრთა ახალ კაბინეტში თეა წულუკიანი იმსახურებს.

კითხვაზე - იმ მინისტრებიდან, რომლებმაც ამ ეტაპზე პოსტი შეინარჩუნეს, ყველაზე მეტად რომელი იმსახურებს თქვენს სიმპათიას? - პასუხი 5 000-მდე მკითხველმა გასცა და მათი უმრავლესობის ხმები - 28-28% სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაიმსახურეს.

რაც შეეხება მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს, ის ასე გამოიყურება:

  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს.
  • გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს
  • ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში

LIVE: "360 გრადუსი" - ბიძინა კულუმბეგოვი, მომღერალი სოფო ბედია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

როგორ ატარებს გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომას - ფოტოები კანცელარიიდან