“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” 33 ადამიანი არის შეყვანილი

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” 33 ადამიანი არის შეყვანილი

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” 33 ადამიანი არის შეყვანილი. პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესაბამისად, მთავრობამ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელსაც განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე, დღეს დაამტკიცებენ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” შეყვანილი არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები, რომლებიც მხილებულები არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ დანაშაულებებში, როგორიცაა მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა. სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 კაცი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცველი უწყებები აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს სიაში შემავალი პირებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყველა შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსასრულებლად.

იხილეთ ვიდეო: "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" 33 ადამიანი არის შეყვანილი

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?