ვინ არის დავით ამაღლობელი, რომელიც ვაშინგტონიდან ფინანსთა მინისტრის პოსტზე დასანიშნად ჩამოჰყავთ

ვინ არის დავით ამაღლობელი, რომელიც ვაშინგტონიდან ფინანსთა მინისტრის პოსტზე დასანიშნად ჩამოჰყავთ

ფინანსთა მინისტრის პოსტს საქართველოს მინისტრთა ახალ კაბინეტში დავით ამაღლობელი დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას "მაესტრო" ავრცელებს.

ამაღლობელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომელი გახლდათ, სადაც ის ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა.

დავით ამაღლობელი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლის ჩათვლით. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტში უფროს სპეციალისტად, 1999-2001 წლებში, აშშ-ში სწავლის პარალელურად კი - ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად.

გარდა ამისა, 2001 წლიდან დავით ამაღლობელი მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, სამმართველოს უფროსად; 2002-2003 წლებში კი - სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მონეტარული და ფისკალური საკითხების ქვეკომისიაში, ეროვნულ ექსპერტად.

დავით ამაღლობელი ასევე მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში, ფისკალურ ექსპერტად და 2004 წელს იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ეკონომიკის ფაკულტეტი 2001 წელს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები