ვინ არის გიორგი ქობულია, რომელმაც შესაძლოა ეკონომიკის მინისტრის პოსტი დაიკავოს

ვინ არის გიორგი ქობულია, რომელმაც შესაძლოა ეკონომიკის მინისტრის პოსტი დაიკავოს

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას BMG ავრცელებს. „ქობულია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის და ამერიკული ემორის კურსდამთავრებულია. 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის“ (McKinsey) გუნდის წევრია და დღეს უფროსი პარტნიორის რანგშია McKinsey-ის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას უწევს კონსულტირებას: ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, მეტალურგიული სექტორის და ასევე წიაღისეულის მომპოვებელ-გადამმუშავებელ კომპანიებს, რაც მოიცავს მათ ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას, სტრატეგიის შემუშავებას, შესყიდვების მწყობრი სისტემის დანერგვას და მრავალ სხვა მიმართულებას.

ვიდრე McKinsey-ის შეუერთდებოდა, ქობულია საქართველოს კარდიოლოგიის ინსტიტუტის კარდიოლოგი იყო. იგი ასევე უმსხვილესი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck, Sharp & Dohme-ის მეცნიერ-თანამშრომელიც იყო“, - წერს Busness Media Georgia.

როგორც ცნობილია, ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრი პარლამენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენას უახლოეს კვირებში გეგმავს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები