ფინანსთა მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად მსოფლიო ბანკის კონსულტანტი და „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი მანაგაძე განიხილება. არაოფიციალური ინფორმაციით, მანაგაძესთან კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, მანაგაძე, 1998–2005 წლებში სებ-ის პრეზიდენტი იყო. მანამდე, 1991 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშეს თანამდებობაზე მუშაობდა; 1993 წელს საქმიანობა გააგრძელა საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტში მთავარ სპეციალისტად; 1993-1994 წლებში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩევლისა და სამდივნოს უფროსის თანამდებობას იკავებდა; 1994 წელს მუშაობდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სამდივნოში - ჯერ სახელმწიფო მრჩევლად, შემდეგ კი წამყვან სახელმწიფო მრჩევლად. განაგრძეთ კითხვა