ფოტომ, რომელზეც მესის შეკავებას 4 ნიგერიელი ცდილობს, არგენტინის ფანებიც კი მოატყუა

ფოტომ, რომელზეც მესის შეკავებას 4 ნიგერიელი ცდილობს, არგენტინის ფანებიც კი მოატყუა

ფოტო, რომელზეც ასახულია როგორ აკავებს არგენტინელ ფეხბურთელს ლიონელ მესის ნიგერიის ნაკრების 4 წევრი, სრულიად “ფეისბუქი“ მოიცვა და მესი კიდევ ერთხელ აღიარეს ფეხბურთის "მესიად", რომელსაც ვერავინ და ვერაფერი აკავებს.

თუმცა, ფოტო, რომელმაც არგენტინელი ფეხბურთელის ჭეშმარიტი ფანებიც კი მოატყუა, მონტაჟი აღმოჩნდა. ფოტო სოციალურ ქსელში არგენტინა - ნიგერიის ნაკრებების თამაშის შემდეგ გავრცელდა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები აზიარებენ რეალურ ფოტოსაც, სადაც მესი ორ მოწინააღმდეგეს იგერიებს.

არგენტინამ ძალიან დაძაბულ მატჩში 2:1 დაამარცხა ნიგერია და მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება.

ბანეგას შესანიშნავი პასის შემდეგ ლიონელ მესიმ ანგარიში გახსნა, თუმცა ნიგერიამ ანგარიში პენალტით გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი მარკოს როხომ გაიტანა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ