თბილისის მერია ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს

თბილისის მერია ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს

დედაქალაქის მერია ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "დედაქალაქში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხი ჰაერის დაბინძურების პრობლემაა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, თუ რა მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და შემიძლია გითხრათ, რომ ამ გამოწვევების თვალსაზრისით მუნიციპალიტეტს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება დიდი მხარდაჭერა, თანადგომა, რადგან მერიას მოუწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, თუმცა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი, ჩვენი შვილების და მომავალი თაობების კეთილდღეობისათვის, რომ ის არსებული რეალობა რაც ჰაერის დაბინძურების კუთხით გვაქვს, იყოს მოგვარებული“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 1-ელი ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები