ავტორი:

სად აპირებენ ზაფხულის შვებულების გატარებას ქართველი პარლამენტარები - "საზღვარგარეთ დასვენებას ვერ ვახერხებ, ვალები მაქვს"

სად აპირებენ ზაფხულის შვებულების გატარებას ქართველი პარლამენტარები - "საზღვარგარეთ დასვენებას ვერ ვახერხებ, ვალები მაქვს"

მზე, რუჯი, გართობა და განტვირთვა - ზაფხულის ცხელ დღეებში ეს ყველა ადამიანისთვის დასვენების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, დაძაბული სამუშაო გრაფიკისა თუ სხვა პრობლემების გამო ბევრი ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას. აღმოჩნდა, რომ მათ რიცხვს მიეკუთვნებიან პოლიტიკოსებიც, რომლებსაც წინ როგორც ტემპერატურულად, ისე პოლიტიკურად ცხელი ზაფხული ელოდებათ - საპარლამენტო საქმიანობასთან ერთად, წინასაარჩევნო მარათონშიც მოუწევთ ჩაბმა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, სად აპირებენ ქართველი პარლამენტარები დასვენებას და როგორ შვებულებას ანიჭებენ უპირატესობას:

არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი:

"ზაფხულში, თუ დრო მექნება გურიაში, ბახმაროში ვაპირებ ოჯახთან ერთად დასვენებას. როგორც წესი, დასვენება ჩემს ქვეყანაში მირჩევნია, განსაკუთრებით გურია, კახეთი და სვანეთი მიყვარს".

რომან გოცირიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი:

"ჯერ არ ვიცი მოვახერხებ თუ არა საერთოდ დასვენებას. პარლამენტის მუშაობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება, უამრავი რიგგარეშე საკითხებია, აგვისტოდან კი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩავერთვებით. ასე რომ, არა მგონია მოვახერხო დასვენება. ზოგადად კი, ხან აჭარაში, ხან ბორჯომში ვისვენებ, აუცილებლად ოჯახთან ერთად".

ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველოს“ წევრი:

"ზღვა არ მიყვარს დიდად, მთა მირჩევნია, თუმცა წელს ვერ ვახერხებ დასვენებას. საზღვარგარეთ, ევროპის სოფლებში მიყვარს ბოდიალი, თუმცა დიდი ხანია ვერ მოვახერხე და წელსაც ვერ ვიზამ. ყველაზე ძალიან კი საფრანგეთის სოფლები მიყვარს"

ირმა ნადირაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრი:

"ალბათ ევროპაში დავისვენებ, კონკრეტულად კი იტალიაში, თუმცა ქალაქები ჯერ არ მაქვს დაგეგმილი. ზოგადად კარგია დასვენება, მაგრამ ყოველ წელს არჩევნებია ან რაღაც საგანგაშო ხდება და ვერ ვახერხებ. ახლაც ბილეთები დიდი ხნის წინ ვიყიდე, თორემ ნამდვილად არ წავიდოდი. ამ წუთებშიც კი ვფიქრობ, წავიდე თუ გადავდო. ისე, ზღვა მიყვარს ძალიან, აჭარა და როცა ვახერხებ ყოველთვის ვსტუმრობ".

კახაბერ ოქრიაშვილი, „ქართული ოცნების“ წევრი:

"ჯერ არ გადამიწყვეტია გავალ თუ არა შვებულებაში, მექნება თუ არა საშუალება. საზღვაrგარეთ არ ვაპირებ წასვლას, საქართველოში მირჩევნია დასვენება. ძალიან მიყვარს ბათუმი, ხშირად ვსტუმრობ ხოლმე. ასევე, ძალიან მიყვარს მთა - სვანეთი, თუშეთი, ყაზბეგი... ასე, რომ თუ მოვახერხე დასვენება, ამ რეგიონებს ვესტუმრები".

ანრი ოხანაშვილი, „ქართული ოცნების“ წევრი:

"რადგან საგამოძიებო კომისიის წევრი ვარ, ამ ზაფხულს შვებულება არ მიწევს. შესაბამისად, დასასვენებლად ვერსად გავალ. ზოგადად კი, მთაც და ზღვაც იდეალურია, არჩევანის გაკეთება რთულდება ხოლმe. მე პირადად დასვენებისთვის, როგორც წესი საქართველოს ვირჩევ".

სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმრალესობის წევრი:

ჯერ არ ვიცი. დრო ვერ გამოვნახე ჩამოვყალიბდე, სად და როგორ დავისვენო. ჰიპოთეტურად ვერ ვისაუბრებ, არჩევანი დიდია, მაგრამ შესაძლებლობები პრაქტიკაში განხორციელების საშუალებას არ მაძლევს. ასე რომ, ჯერ არ ვიცი. ზოგადად კი ჩემი დასვენებაც შვილების მოთხოვნებს და საჭიროებას უნდა შევუსაბამო.

ენძელა მაჭავარიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

დასვენებას ჩემს მშობლიურ სოფელში ვაპირებ - ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში. საზღვარგარეთ დასვენებას ვერ ვახერხებ, რადგან ვალები მაქვს. სიმართლე გითხრათ, საზღვარგარეთ არასდროს დამისვენია, მხოლოდ სტუდენტობის დროს ვიყავი „სამუშაო დასვენებით“ პოლონეთში. ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი.

სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია. ბევრი საქმე მაქვს და შეიძლება ვერ მოვახერხო დასვენება"

ეკა ბესელია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

"სამწუხაროდ, დასვენებისთვის არც წელს მეცლება. ბოლო წლებია ვერ ვახერხებ. ისე კი მიყვარს ზღვაც და მთაც. საერთოდ, დასვენება საქართველოში მირჩევნია, უბრალოდ, ვერ ვახერხებ. მეორე არჩევანი კი საფრანგეთია".

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები