ავტორი:

"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)

"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)

ექსმინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დიმიტრი შაშკინი პარტიის ერთ-ერთი შეხვედრის ამსახველ ფოტოს აზიარებს, რომელმაც გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

საქმე იმაშია, რომ ფოტოზე დმანისისა და წალკის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, "ოცნებაზე" განაწყენებული ბიზნესმენი კახაბერ ოქრიაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთად არიან გადაღებული.

აპირებენ თუ არა არჩევნებში გაერთიანებას ოქრიაშვილი და "ნაციონალები", ეს ჯერჯერობით უცნობია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დმანისისა და წალკის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ბიზნესმენი კახაბერ ოქრიაშვილი მოახლოებულ არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრის. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, პარლამენტის წევრი მოსახლეობასთან აქტიურ წინასაარჩევნო შეხვედრებს უკვე მართავს.

ოქრიაშვილი ორ ათეულ წელზე მეტია პარლამენტარია. 2004- 2013 წლამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში იყო, ხოლო 2013 წლიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერებში "გადაპორტირდა", თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროცესმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ გაყო მმართველი პარტიისა და ოქრიაშვილის გზები.

მოახლოებულ არჩევნებში "ქართული ოცნება" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის, ახალი კანონმდებლობით გაერთიანებულ, მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად სწორედ კახაბერ ოქრიაშვილის წარდგენას გეგმავდა, თუმცა კოლეგებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

ასევე ჩვენთვის, ცნობილი გახდა, რომ დმანისის მერია, რომელიც მთლიანად ოქრიაშვილის კადრებით არის დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი კანდიდატის წინასაარჩევნო პიარში აქტიურად გეგმავს ჩართვას. მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდანაც კი გარიცხეს.

მთავრობის ადმინისტრაცია მმართველი ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს

ევროპარლამენტარები საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"