ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გოგონებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გოგონებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

პოლიციის მთავარ სამმართველოში მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. თამთა ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას, ნათია თოფურიას კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

პოლიციის სამმართველოში შესვლამდე დაკავებულების ადვოკატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობილია, რომ ჯანჯღავა ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, თამთა ჯანჯღავა კონფლიქტის დროს თავს იცავდა.

მომღერალი ირაკლი ნოზაძე 3 დღის წინ დაჭრეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ