რონალდუ დაინიშნა

რონალდუ დაინიშნა

სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატის დროს კრიშტიანუ რონალდუს საიდუმლო ნიშნობა გაიმართა.

მისი რჩეული 24 წლის რუსი ფოტომოდელი და 2004 წელს ”მის ჩელიაბინსკის” კონკურსში გამარჯვებული ირინა შეიხის სახელით ცნობილი, ირინა საიხისლამოვაა, - იუწყება Argumenti.ru.

წყვილმა ერთმანეთი პარიზში  Armani-ს  ქვედა საცვლების რეკლამის გადაღების დროს გაიცნო.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთელი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ლამაზმანთან დაახლოებას, მაგრამ ამაოდ. ქალბატონი მას ოთხი თვის მანძილზე ტელეფონის ნომერსაც კი არ აძლევდა.

მაგრამ ბოლოს რონალდუმ მიზანს მაინც მიაღწია.  

ეს სენსაციური ამბავი ჟურნალ  ”Lux”-ს თავად  ფეხბურთელის საცოლემ უამბო.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო