რა ულტიმატუმი წაუყენა აჰმედ ჩატაევმა საქართველოს ხელისუფლებას - "გაშვებას ითხოვდა და მოკვლით გვემუქრებოდა"

რა ულტიმატუმი წაუყენა აჰმედ ჩატაევმა საქართველოს ხელისუფლებას - "გაშვებას ითხოვდა და მოკვლით გვემუქრებოდა"

გაზეთი „კვირის პალიტრა“ 2017 წლის 21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ჩატარებამდე, ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელსა და ერთ-ერთ მებრძოლს შორის გამართული საუბრის შინაარსს ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გასაუბრება სპეცოპერაციის დაწყებამდე შედგა, როდესაც სამართალდამცველებმა გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ საცხვრებელ ბინაში გამაგრებულ მებრძოლებს ბინაში შეშვება და ჩაბარება შესთავაზეს. სპეცოპერაციის მონაწილეთა ჩვენებით, ბინაში გამაგრებული ერთ-ერთი პირი, რომელთანაც მოგვიანებით სატელეფონო საუბარი შედგა, მათ მანსურად გაეცნო.

"როცა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა კარიდან ჰკითხა, როგორ მოგმართოო, იქიდან ვიღაცამ უპასუხა, მანსური მქვიაო. როდესაც მისი ტელეფონის ნომერი მოითხოვეს კავშირისთვის, მანსურმა მიუგო, თავად ჩამაწერინეთ ნომერი, მე დავრეკავო. ცოტა ხნის შემდეგ დარეკა კიდეც. საუბარი გაიმართა სპიკერით და ყველას გვესმოდა. ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა ჰკითხა მათ ვინაობა და საქართველოში ჩამოსვლის მიზანი. მანსურმა უპასუხა, რომ ის და მისი ძმები საქართველოში "მწვანე ზოლით" ანუ არალეგალურად შემოვიდნენ თურქეთის მხრიდან, და მათი მიზანი იყო ასევე არალეგალურად რუსეთის ფედერაციაში გადასვლა ჯიჰადის მოსაწყობად. ასევე თქვა, რომ ისინი 2013 წლიდან იბრძვიან სირიაში. კარგად ფლობენ იარაღს და ამიტომ ძნელი იქნებოდა ჩვენთვის ბინაში შეღწევა. ბოლო წუთამდე გაგვიწევდნენ წინააღმდეგობას, რადგან ბრძოლაში სიკვდილი, ანუ ჯიჰადში სიკვდილი მათთვის პატივი იყო.

შეთავაზებაზე, ჩაგვბარებოდნენ, მანსურმა უარი განაცხადა. მეტიც, წამოაყენა ულტიმატუმი - თუ არ გავათავისუფლებდით მის მეგობარს და შეიარაღებასთან ერთად მათ ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის საზღვარზე არ გავატარებდით, გამოიყენებდნენ იარაღს, ყველა საშუალებას და სისხლი დაიღვრებოდა. როგორც თქვა, ის არ იყო მარტო, ბევრნი იყვნენ და წინააღმდეგობას გაგვიწევდნენ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, საქართველოში ტერაქტების სერიას მოაწყობდნენ. ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად კვლავ იარაღის დაყრასა და ჩაბარებას სთავაზობდა. მანსური პოზიციას არ თმობდა, ამბობდა, რომ ისინი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იყვნენ და ასე მარტივად იარაღს არ დაყრიდნენ, ნამდვილი მებრძოლი კვდება იარაღით ხელში და ამიტომ არის" "ისლამური სახელმწიფო" ასეთი ძლიერიო, - გვემუქრებოდა ცეცხლის გახსნით, აფეთქებებით და მძევლების აყვანით", - აცხადებენ სპეცოპერაციის მონაწილეები გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში.

იხილეთ სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ