როგორ ემუქრებოდა ახმედ ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებას - "კვირის პალიტრა" აუდიოგზავნილს აქვეყნებს

როგორ ემუქრებოდა ახმედ ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებას - "კვირის პალიტრა" აუდიოგზავნილს აქვეყნებს

არა მარტო თქვენი მოქალაქეების, არამედ მანდ მყოფი ტურისტების უსაფრთხოებაც დამთავრდება შემდეგი პარასკევიდან, - ასეთი შინაარსის აუდიოგზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ ახმედ ჩატაევისგან 2014 წლის ივლისში მიიღო. აღნიშნულ გზავნილს გაზეთი „კვირის პალიტრა“ ავრცელებს. ახმედ ჩატაევის მუქარის მიზეზი კი 2014 წლის 14 ივნისს საქართველოში "ისლამური ხალიფატის" წარმომადგენლის, აიუფ ბორჩაშვილის დააკავება გახდა, რასაც იმავე დღეს პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მოჰყვა. ბორჩაშვილს ტერორიზმის ხელშეწყობა, ასევე 2014 წლის 4 აპრილს 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 19 წლის რამზან ბაღაკაშვილის სირიაში საომრად გაგზავნა ედებოდა ბრალად. ახმედ ჩატაევი ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებას სთხოვდა და ულტიმატუმს უყენებდა.

"ისინი, რომლებიც თქვენ დააკავეთ და ციხეში ჩასვით, აიუფი და მასთან ერთად სხვებიც, საქართველოს წინააღმდეგ არაფერს აკეთებდნენ. ამიტომ აიუფი, თემო მოჭიდავე და სხვები გამოუშვით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს შესაძლებლობებს გაითვალისწინებთ თქვენი ქვეყნის კომფორტისთვის, სად და როგორ მიგვიწვდება ხელი... ჩვენ შემდეგ პარასკევამდე დავიცდით, თუ ჩათვლით საჭიროდ, გვიპასუხეთ, თუ არადა, იმასაც გავიგებთ... ამის შემდეგ არა მარტო თქვენი მოქალაქეების, არამედ მანდ მყოფი ტურისტების უსაფრთხოებაც დამთავრდება შემდეგი პარასკევიდან", - ამბობს ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებისადმი აუდიოგზავნილში.

იხილეთ სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ