"ეს იყო საკეისრო კვეთა, შემდეგ განვითარდა სისხლდენა" - რეგულირების სააგენტო კასპში მშობიარეს გარდაცვალების საკითხს სწავლობს

"ეს იყო საკეისრო კვეთა, შემდეგ განვითარდა სისხლდენა" - რეგულირების სააგენტო კასპში მშობიარეს გარდაცვალების საკითხს სწავლობს

კასპის სამედიცინო ცენტრში “მედალფა" 31 წლის მშობიარე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა, საკეისრო კვეთის დროს განვითარდა სისხლდენა.

ექიმების ინფორმაციით, ახალშობილი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„რეგულირების სააგენტომ უკვე დაიწყო მომხდარის შესწავლა. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ და დაწყებული აქვთ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა. შემდეგ ეტაპზე საჭირო იქნება ჩვენი რეცენზენტების მხრიდან კლინიკური შეფასება და ვნახავთ რა დასკვნაზე გავალთ. ვიცით, რომ ეს იყო საკეისრო კვეთა, კვეთის შემდეგ განვითარდა სისხლდენა და ამას მოჰყვა გართულება. დანარჩენი დადგინდება პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლის შემდგომ. რამდენადაც ვიცი, საკითხის შესწავლაში სამართალდამცველებიც არიან ჩართული. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია ცხედრის გაკვეთა განხორციელდა თუ არა,“ - განაცხადა რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ხუციშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ