მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ტრაგიკული ისტორია - "ეს გამარჯვება შენი ოჯახისთვის იყო"

მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ტრაგიკული ისტორია - "ეს გამარჯვება შენი ოჯახისთვის იყო"

ფეხბურთის მექსიკელი თაყვანისმცემელი, გილბერტო მარტინეზი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებას ოჯახთან ერთად გეგმავდა. მარტინეზი ახლა რუსეთში მარტო იმყოფება, თუმცა მასთან ერთად ცოლი - ვერონიკა რასჩიოტო და მისი ორი შვილი - 8 წლის დიეგო და 6 წლის მია უნდა ყოფილიყვნენ. მექსიკელმა იურისტმა ყველაფერი წინასწარ დაგეგმა, შეიძინა თვითმფრინავის ბილეთები, დაჯავშნა სასტუმროები.

რუსეთში გამგზავრებამდე ვერონიკამ მაიამიში ძმის მონახულება გადაწყვიტა. მოგზაურობა ავტოკატასტროფით დასრულდა - მანქანას, რომელშიც ვერონიკა შვილებთან ერთად იჯდა, „შევროლე სილვერადო“ დაეჯახა და მარტინეზის ოჯახის სამივე წევრი ადგილზე გარდაიცვალა.

გილბერტო და ვერონიკა 2004 წელს დაქორწინდნენ. ორივე მათგანი არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების გულშემატკივრები იყვნენ. ტრაგედიის შედეგებთან გამკლავება მარტინეზმა ფსიქოლოგის დახმარებით სცადა, რომელმაც გილბერტოს ურჩია, რუსეთში გამგზავრებულიყო და ოთხივეს ოცნება მარტოს აეხდინა.

მარტინეზმა ფსიქოლოგის რჩევა გაითვალისწინა და რუსეთში გაემგზავრა. მატჩზე დასასწრები ოთხი საშვით და ოჯახის წევრების სახელებით მაისურზე მექსიკა - გერმანიის თამაშს უყურა, სადაც მექსიკელებმა 1-0 მოიგეს. მატჩის დასრულების შემდეგ გილბერტომ მექსიკის ნაკრების მეკარისგან, ფრანცისკო გილერმო ოჩოასგან ტექსტური შეტყობინება მიიღო : „ეს გამარჯვება შენი ოჯახისთვის იყო“.

მარტინეზს ჰქონდა ბრაზილია - კოსტა-რიკას მატჩის ბილეთებიც, რადგან მის შვილს, დიეგოს სურდა, საყვარელი ფეხბურთელის, ნეიმარის თამაში ენახა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ