იაპონელებმა მეცნიერებმა წარმოადგინეს ახალი ხელსაწყო, რომელიც ექსპერტთა თქმით, ინდუსტრიის სფეროში რევოლუციას მოახდენს. საუბარია ვიდეოკამერაზე, რომელსაც შეუძლია წინაღობას ამოფარებული ობიექტების დაფიქსირება.
კედელში მჭვრეტი კამერის "თვალი" რადარის პრინციპით მუშაობს, გამოსახულებას კი ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველი ტალღებით ადგენს, რომლებსაც ობიექტი გამოსცემს.
მართალია, მიღებული გამოსახულება საუკეთესო ხარისხის არ არის და თან ციმციმებს, მაგრამ საგნის ფორმის გარჩევის საშუალებას იძლევა. და კიდევ ერთი მინუსი - წინაღობა, რომლის უკანაც ხედავს ახალი კამერა, ფანერზე სქელი არ უნდა იყოს.
ტექნიკურად ჯერ კიდევ დაუხვეწავ "ჯადოსნურ" კამერას უკვე გამოიყენებენ სამხედრო, სადაზვერვო და სამაშველო საქმიანობაში.
მომზადებულია utro.ru-ს მიხედვით