მომხმარებლებმა ახალ iPhone-ს ხარვეზი უკვე უპოვნეს

მომხმარებლებმა ახალ iPhone-ს ხარვეზი უკვე უპოვნეს

კომპანია Apple-ის ახალ სმარტფონს iPhone 4 მომხმარებლებმა ტექნიკური წუნი უკვე აღმოუჩინეს - ტელეფონის ანტენა სიგნალს სათანადოდ ვერ იღებს.

პრობლემა, სავარაუდოდ, ანტენის კონსტრუქციითაა გამოწვეული.

Youtube-ზე უკვე გამოჩნდა ვიდეორგოლები, სადაც ამ წუნის დემონსტრირება ხდება. ერთ-ერთ მათგანში ამერიკელი მომხმარებელი ტელეფონის ტესტირებას ახდენს და აცხადებს: "როგორც კი აპარატს ხელს გავუშვებ, კავშირი აღდგება".

მომხმარებლები ჩივიან, რომ ტელეფონს სიგნალის მიღება მაშინ უჭირს, როცა ის მფლობელს მარცხენა ხელში უჭირავს, ამის მიზეზად კი იმას მიიჩნევენ, რომ ანტენა ტელეფონის კორპუსის მარცხენა ნაწილშია განთავსებული.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)