როგორ გამოიყურება ლალი ტოტიკაშვილის ულამაზესი თეთრი სახლი, რომელიც მოდელმა თავად დააპროექტა

როგორ გამოიყურება ლალი ტოტიკაშვილის ულამაზესი თეთრი სახლი, რომელიც მოდელმა თავად დააპროექტა

როდესაც სახლს ყიდულობ, მისი რემონტი და მოწყობა სასიამოვნოსთან ერთად დამღლელიცაა. მოდელ ლალი ტოტიკაშვილს ამ მხრივ გაუმართლა. მშენებლობის დასრულების შემდეგ მხოლოდ შოურუმში მივიდა, აარჩია მისთვის სასურველი დიზაინი და ყველანირად გარემონტებულ, დასრულებულ სახლში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა.

- ბინას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვეძებდით. ჩემთვის პრიორიტეტი იყო, კორპუსს ჰქონოდა ეზო. იქიდან გამომდინარე, რომ აქამდეც საბურთალოზე ვცხოვრობდით და მიჩვეულები ვიყავით ადგილს, ისევ ამ უბანზე შევაჩერეთ არჩევანი. ეს სამშენებლო კომპლექსი სრულიად აკმაყოფილებდა ჩემს მთავარ მოთხოვნას - ჰქონდა სკვერი, სათამაშო მოედანი და კარგად მოწყობილი ეზო, რაც თბილისის პირობებში რთულად მოსაძებნია. ჯერ კიდევ არ იყო მშენებლობა დასრულებული, როცა ბინა ვიყიდეთ. რემონტი ჩვენი გემოვნებითა და დიზაინით სამშენებლო კომპანიამ გაგვიკეთა, დაპროექტებით კი მე და ჩემმა მეგობარმა დიზაინერებმა დავაპროექტეთ. წინასწარ ვიცოდი, რომ არჩევანს ღია ფერებზე შევაჩერებდი. ინტერიერში ღია ტონალობა ძალიან მომწონს, მამშვიდებს. სანამ სამუშაოები ბოლომდე არ დასრულდა, მანამდე ჩემს სახლში არ მიშვებდნენ (იღიმის).

შავი კარკასი საერთოდ ვერ ვნახე, თეთრ კარკასამდე რომ მიიყვანეს საქმე, მაშინ მომცეს ნახვის უფლება. შევჯერდით დეტალებზე და როცა ყველაფერი დასრულდა, მხოლოდ მერე შემოვედი აქ. ამ შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებმა ჩვენთვის ძალიან მშვიდად, ჩვენი ზედმეტი ჩართულობის გარეშე ჩაიარა, მაგრამ რეალურად, მე მიყვარს ეს პროცესი. სულ ვამბობ, ახლა რომ ვირჩევდე პროფესიას, ფსიქოლოგი ან დიზაინერ-არქიტექტორი ვიქნებოდი-მეთქი. მომწონს, როცა დავდივარ სახლისთვის საჭირო ნივთების შესარჩევად, ვეძებ, ვბჭობ, ვახამებ და ა.შ. ამ სახლის გაკეთებისას კი მივედი შოურუმში, ვთქვი - ეს მინდა, ეს მინდა, ეს მინდა, ავარჩიე ყველაფერი და წამოვედი. ჩემთვის ასევე საყვარელი და სასიამოვნო საქმეა სახლის მოწყობა. ვფიქრობ, რომ ავეჯი უპირველესად უნდა იყოს კომფორტული, პრაქტიკული და ამასთან, ქმნიდეს სიმყუდროვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლალის სახლი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი, ამ მიმართულებისთვის დამახასიათებელი სიცივე ნამდვილად არ იგრძნობა.

- თანამედროვე სტილი კი არის დომინანტი ინტერიერში, მაგრამ კლასიკური დეტალები „ათბობს“ და ვფიქრობ, უხდება.

გაგვიღო თუ არა დიასახლისმა კარი, სარკეებიანი ჰოლის გავლით დიდ, ნათელ მისაღებში აღმოვჩნდით.

- როდესაც ჰოლში სარკეებიანი კარადა გავაკეთეთ, ისე მომეწონა, მივხვდი, თუ მოპირდაპირე კედელსაც სარკეებით „შევფუთავდი“, ბევრად უფრო ლამაზი იქნებოდა და სივრცესაც გაზრდიდა. ასეც მოვიქეცით და ახლა ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ორივე მხარეს კარადებია, არადა, ერთ კედელშია კარადა, მეორე მხარეს კი იმიტაციაა (იღიმის)...განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

აჭარაში, ზღვაზე დასვენება გაიაფდა – რომელ კურორტს ირჩევთ?

"კაწრო" გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივის

BTU-ს სტუდენტის მიერ შექმნილი ფრილანსერული პლატფორმა საქართველოში დასაქმების პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს