აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობა დატოვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობა დატოვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც პატარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად.

„დღეს მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად, ვიმსჯელეთ ამ საკითხზე გუნდში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ წევრი, გუნდის წევრი და გუნდთან ერთად ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებ ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, რომელმაც მომცა საშუალება დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ რეგიონში, ჩემს აჭარაში და სიკეთეები და ბევრი საქმე მეკეთებინა ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა პატარაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები