რას წერდა ილია ჭავჭავაძე ზაფხულში, სიცხეში ღვინის შენახვაზე

რას წერდა ილია ჭავჭავაძე ზაფხულში, სიცხეში ღვინის შენახვაზე

დიდი ქართველი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის წერილების კრებულში "ღვინის ქართულად დაყენება", ღვინოსთან დაკავშირებულ ბევრ მნიშვნელოვან თემაზეა საუბარი და ჩვენ რამდენიმე ეს თემა კიდეც განვიხილეთ. ახლა კი, რაკი მთელს საქართველოში მომეტებული სიცხეებია და მეღვინეებს ძალიან აწუხებთ სიცხეში ღვინის შენახვის პრობლემა, - გთავაზობთ ილიას წერილს, სადაც ის სხვა მრავალ საინტერესო საკითხთან ერთად, სიცხეში ღვინის შენახვის პრობლემაზეც საუბრობს.

"რა წუნი აქვს ჩვენებურს ქვევრსა? არაფერი, თუ კარგად არჩეულია, კარგად მოვლილი და ნაპატრონები. ჯერ ერთი ისა, რომ თითქმის ქვად ქცეულია და ბოჭკასავით ღვინოს იმ ერთგვარს ნაწევარს არა ჰმატებს, რაც მუხის ფიცარსა აქვს და ღვინოს ზოგჯერ მეტად მწკლარტს გემოს აძლევს. ეს კიდევ არაფერი, რადგანაც ხშირად არ მოხდება ხოლმე, ნამეტნავად თუ ღვინო ძალიან დიდხანს არა ჰრჩება ბოჭკაში და თავის დროზეა გადაღებული ბოთლებში; თუ არა და ბოჭკაში ძალიან დიდხანს ნადგომს ღვინოს რაღაც კუპრის მსგავსი (дегтярной вкус) გემო ეძლევა.

ღვინო რომ კარგად შეინახებოდეს ჭურჭელში, მინამ ბოთლში გადასაღები გახდება ამისათვის საჭიროა არც მეტისმეტს ნესტიანს ადგილას იდგეს, არც მეტისმეტს მშრალს ადგილას. ბოჭკა რადგანაც ზეზეა, ვერც ნესტისაგან შეინახავს თავს, ვერც სიმშრალისაგან, როცა ან სველობაა, ან გოლვა. ნესტისაგან ბოჭკას ობი ეკიდება, წელ-სარტყმელი წნელი ულპება, ჰწყდება და ხშირად ისე მოულოდნელადაც და ანაზ-დეულად, რომ ღვინოს დაღვრისაგან ვერც კი გადაარჩენენ ხოლმე. ეს ხშირად მოხდება ხოლმე გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უსწორდება. როცა გოლვაა და მშრალობა, მაშინ ბოჭკა ძალიან იშრობს ღვინოსა, ასე, რომ ასორმოცდაათს თუნგზედ შვიდ-რვა ბოთლს იკლებს თვეში, მაშინ როდესაც ზომიერდ ნესტიანობაში კი მარტო ორსა, და თუ გასჭირდა სამს ბოთლსა. ამის გამო, თუ მშრალობაა, ბოჭკას თვეში ოთხჯერ და ხუთჯერაც გადავსება უნდა, და თუ ზომიერი ნესტიანობაა ორჯელ მაინცდამაინც. განაგრძეთ კითხვა

ძიუდოისტი ლაშა ბექაური თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

"კოვიდის გამო იზოლირებულები არიან, მეც ვერ ვნახულობ" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლის ინფორმაციაზე?

რომელი შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობს მთავრობა - ნათია თურნავას განცხადება პარლამენტში