ავტორი:

"კოვიდის გამო იზოლირებულები არიან, მეც ვერ ვნახულობ" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლის ინფორმაციაზე?

"კოვიდის გამო იზოლირებულები არიან, მეც ვერ ვნახულობ" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლის ინფორმაციაზე?

დღეს მთავარ ინტრიგად რჩება ის საკითხი, მართლა წავიდა თუ არა პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილი. არსებობს მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებითაც, რომ მათი ოჯახი ტოვებს საქართველოს და საცხოვრებლად საფრანგეთში გადადის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე საცხოვრებელი ბინა აქვს. სულ ახლახან, 18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილს 65 წელი შეუსრულდა.

AMBEBI.GE ეკატერინე ხვედელიძის მეგობარს, ნიკუშა შენგელაიას მეუღლეს ეკა ჭიჭინაძეს ესაუბრა, რომელიც გვეუბნება, რომ ოჯახი საქართველოდან წასვლას არ აპირებს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილები საქართველოს ტოვებენ...

- არა, აქ არიან და წასვლას არსად აპირებენ. ბატონი ბიძინას დაბადების დღეზე ვესაუბრე, ორივეს - მასაც და ეკასაც მივულოცე.

- ანუ დაბადების დღეზე არ ყოფილხართ?

- არა, არ ვყოფილვარ, ბატონი ბიძინა დაბადების დღეს არასდროს იხდის.

- ამჟამად სად არიან ივანიშვილები?

- კოვიდის გამო ისინი იზოლირებულები არიან, მათ ვერც მე და ვერც ვერავინ ნახულობს. რაც ეს პანდემია დაიწყო, ისინი არ მინახავს. არც მე გავდივარ სახლიდან, ვინაიდან რისკ-ფაქტორ ჯგუფში შევიდვარ. რაღაც პერიოდი, მათ ვერ ვნახავ, თუმცა სულ მაქვს კომუნიკაცია და ვიცი, რომ კარგად არიან. ერთი კვირის წინ, მათი ოჯახი თბილისში იყო. შეიძლება ახლა აბასთუმანში არიან, მაგრამ ვფიქრობ, თბილისში არიან. იცით, არც მიკითხავს, ტელეფონით ამაზე არც ვსაუბრობთ.

- საფრანგეთში წასვლას აპირებენო, გავრცელდა ინფორმაცია...

- არა, ღმერთო ჩემო, რეებს ბოდავს ეს ხალხი. საფრანგეთში მათ დიდი ხანია სახლიც აქვთ, მიწაც, ქონებაც და აქამდე არ წასულან.

- მათ აბასთუმნის ან კვარიათის სახლში ყოფილხართ?

- რაღაც გადაცემებს ამზადებენ და სასახლეებზე მითებს ავრცელებენ. თბილისში, მთაწმინდაზე, სახლი, სადაც ისინი ცხოვრობენ, საკმაოდ მოკრძალებული და უბრალოა. ისინი მოკრძალებული ადამიანები არიან. სახლები რატომ არ უნდა ჰქონდეთ? მინდა გითხრათ, რომ ბევრს მათზე უკეთესი მდგომარეობა და ქონება აქვს, უფრო მდიდრულად ცხოვრობენ. შიგნით რომ შეხვალთ, ასეთი სადა, უბრალო და მოკრძალებული გარემოა...

- მათი აზრი თუ იცით იმ გადაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც მათზე ვრცელდება?

- იცით, ივანიშვილი ყოველთვის იცავდა იმ ადამიანებს, ვინც მას ლანძღავდა. მას აუგად არავინ მოუხსენიებია, პირიქით, ყველას მიმართ არის თანაგრძნობით და ყველაზე კარგად, დეტალურად იცის ქართველი ხალხის მდგომარეობა და გაჭირვება. ამ ურაპატრიოტი ნეობოლშევიკების ჯგუფებმა ტვინი წაიღეს, კრიზისიაო. კრიზისი მათ ტვინებში აქვთ. არ მინდოდა პოლიტიკაში გადავსულიყავი, მაგრამ გავბრაზდი... ეს 50 კაცი მართლა რუსეთის დაკვეთას ასრულებს მაშინ, როცა გეოპოლიტიკურად საშინელი მდგომარეობა გვაქვს და ბეწვის ხიდზე გავდივართ. საოცრებები ხდება...

მიშა და ბიძამისი ჩვეულებრივი და ცნობილი კე-გე-ბე-ს აგენტები არიან და ახლა სრულიად რუსეთის დაკვეთას ასრულებენ, რუსებს და მიშას უნდათ ამ ქვეყანაში არეულობა, სხვას არავის! ჩემი ინტერესია ჩემი ქვეყანა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში. თუ შედიან, შეეთრიონ ამ პარლამენტში. ძალიანაც არ მინდა მათი ისტერიკების მოსმენა და ატანა, მაგრამ როცა ჩემს ქვეყანას ასე სჭირდება, ამაზეც თანახმა ვარ. კე-გე-ბე-ს პირველი სლოგანი იყო: დააბრალე სხვას ის, რაც ხარ შენ. რუსეთის წისქვილზე ვინ ასხამს წყალს, ეს აშკარაა.

არანაირი დამსახურება არ მაქვს, რომ ჩემი სტატიები და გამონათქვამები გამოქვეყნდეს, მაგრამ იმ ოჯახის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც მართლა ეთქმის სიტყვა. ჩემი ცხოვრება ხელისუფლებების ცვლილებებთან ერთად არ იცვლება. ამ მთავრობის წევრების არც სახელები ვიცი, არც გვარები და არც მჭირდება. უბრალოდ, ვხედავ, რომ "ოცნებაში" არიან გაწონასწორებული, წესიერი ადამიანები, მეორე მხარეს კი არიან ჩვეულებრივი ბომჟები და ისინი დაე, იყვნენ ქუჩაში.

- თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან?

- ჩემდა სამწუხაროდ, წავიდა. თან გამიხარდა, რომ წავიდა, რადგან ეს მისთვის ტვირთი და პასუხისმგებლობა იყო. ადამიანს, რომელსაც აქვს ყველა საშუალება, რომ თავისთვის წყნარად და მშვიდად იცხოვროს, ვიღაცეებს თავი ალანძღინა და რისთვის? ამდენი სიკეთე რომ გააკეთა? დღეს მეგობრები ხოცავენ ვიღაც ჟღვლინტიანი მიშას გამო. ეს ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს? ვიცი, რომ ამ ოჯახში ყველა თავის საქმეს აკეთებს, ეკა ბევრ უნივერსიტეტში ონლაინ სწავლობს. თავისი საქმეებიც აქვს - შვილები და შვილიშვილი. ის თავის განათლებას იღრმავებს, სხვა დონის და ინტელექტის ადამიანია ეკა.

- რას ფიქრობთ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში?

- ვერაფერს გეტყვით, თუმცა არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა დაუშვას ამ ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხა, ამაში დარწმუნებული ვარ, მას ძალიან უყვარს ეს ქვეყანა და იმიტომ. მართლა არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის ორი შვილის გაზრდის გარდა, არაფერი გამიკეთებია. ჩემი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ამ ოჯახს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს.

"ვარ ალერგიული, მაქვს ასაკი, მაგრამ ვაქცინაცის შემდეგ არანაირი გართულება არ მქონია" - მარინა ენდელაძე

"კოვიდმა ძველი დაავადებები გაააქტიურა" - კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რას ამბობს ექიმი?

"ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული, ბიჭი მაკლია... ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის არ ვუსურვებ" - მეგი ბაქრაძის მამა