"ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, უფრო მეტს მივაღწევდი" - რას წერს ციხის შესახებ მოკრივე ავთანდილ ხურციძე

"ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, უფრო მეტს მივაღწევდი" - რას წერს ციხის შესახებ მოკრივე ავთანდილ ხურციძე

მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც 2017 წლის ივლისში ნიუ-იორკში დააკავეს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ მისი სასჯელი, სავარაუდოდ მაქსიმუმ 5 წლით განისაზღვრება და ის რინგზე კვლავ დაბრუნებას შეძლებს:

"ეხლა მოემზადეთ კარგი ამბავი უნდა გითხრათ: მე წავაგე კატრანი ანუ არალეგარული თამაშები. ეს არის მინიმუმ 2 წელი და მაქსიმუმ 5. ასე რომ 5 წელზე მეტს ვერ მომცემენ ჩემს შემთხვევაში. 1 წელზე მეტი ვზივარ აქ 10 თვე ერთ წლად ითვლება, კიდევ კარგი ყოფაქცევა გაქაჩე, გამოქაჩე კიდევ 2 წელი და ეგაა.

ეს არის უტყუარი ინფორმაცია და ნუ დაუჯერებთ ცრუ ინფორმატორებს, 40 წელი ტერორისტი კი არა ვარ, რა სისულელეა, მაგის დამწერს და გამვრცელებელს ჭკუა აქვს? კარგი თქვით რამე, ტყუილს რომ ავრცელებთ. ასე რომ, კიდევ დავბრუნდები და კიდევ ბევრს გავახოხებ რინგზე. ყოველდღე 3-საათიან ვარჯიშებს ვატარებ, ასე რომ ავთანდილა ფორმაშია.

გულშემატკივრებს გაცნობებთ, რომ მე არ შემიჩერებია ჩემი საყვარელი ნამდვილი საქმე, ლაპებიც კი შემიკერეს ციხეში და მიდის ბათქაბუთქი ყოველდღე. თანაც დრო ბევრი მაქვს, სხვა საქმე არაფერი - ვარჯიში, ძილი, ჭამა. ბრძოლებსაც რომ მიტარებდნენ, გეუბნებით ცუდ ადგილზე არა ვარ. ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, ალბათ უფრო მეტს მივაღწევდი. რომ დამიჭირეს და მეორე დღეს ქათმის ბარკალი მომიტანეს, მერე გულის გასაგრილებლად ნაყინი, მეთქი ვიღაც მეღადავებაა..." - წერს "ჩაქუჩა" და ფაქტია, რომ ცნობილი მოკრივე იუმორის გრძნობას არც ციხეში კარგავს.

ცოტა ხნის წინ, საქმის დეტალებზე სტატია New York Post-მა გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ აშშ-ში დაკავებულ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხურციძის წინააღმდეგ შესაძლოა ვიდეომტკიცებულებას ემუშავა. გამოცემის ინფორმაციით, ბრალდების მხარე აპირებდა ნაფიცი მსაჯულებისთვის წარედგინა რამდენიმე ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ნათლად ჩანს, როგორ ემუქრება ან ესხმის თავს ადამიანებს ხურციძე ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სახელით.

მოკრივემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასამართლომ გარკვეულ საკითხებში გაამართლა. "დარჩა ორი ბრალდება - რეკეტი და "გემბლინგი" (უკანონო აზარტული თამაშები), მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები. სავარაუდოდ, ერთ წელში გამათავისუფლებენ“ - დაწერა ხურციძემ "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, რომ "რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობის" ბრალდებით, 15 ქართველი დააკავეს. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

"შეყვარებული ტურისტის" მკვლელობის საქმე... ის მილებად გადააქციეს" - რა ფოტოებს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"?

"ხულიგნებს ერიდეთ...უკან რომ მოვბრუნდი, ასე დამხვდა" - "ბაიკერი" ბებო სოციალურ ქსელს იპყრობს

"საკმარისია გაშვერილი თითი 26 მაისს, ფარდულზე ორი მიცვალებულის დამტოვებელი დეპუტატების,  მინისტრების, გულმხურვალე "ნაცებისგან!" - თინა ხიდაშელი