ავტორი:

"შეყვარებული ტურისტის" მკვლელობის საქმე... ის მილებად გადააქციეს" - რა ფოტოებს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"?

"შეყვარებული ტურისტის" მკვლელობის საქმე... ის მილებად გადააქციეს" - რა ფოტოებს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"?

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ბულვარში განთავსებული "შეყვარებული ტურისტების" ქანდაკებებია გადაღებული. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ქანდაკებები დაშალეს და "მილებად აქციეს".

"შეყვარებული ტურისტის" მკვლელობის საქმე...

"შეყვარებული ტურისტის“ ქანდაკებების სერია მხატვარმა გელა წულაძემ 2009 წელს სპეციალურად ბათუმისთვის მოიფიქრა. პირველი “შეყვარებული ტურისტი“ ზურგჩანთა გულით, ბათუმის შესასვლელთან, გვირაბის თავზე ბათუმისკენ მიემართება.

საოცრებათა მოედნიდან ტურისტის სიყვარულის ისტორია იწყება და ყველა ტრანსფორმაციაში მეგობრობას, ენერგიას, ოპტიმიზმს, სიხარულს და სიყვარულს უზიარებს ყველას, ვისი მხედველობის არეალშიც მოხვდება.

ახალი ბულვარის დასაწყისამდე ტურისტი სიყვარულის მშვენიერ ისტორიებს აგროვებს და აქ უკვე ზუსტად იცის, რომ სიყვარული სასწაულია, და თვით ყირამალა დგომაც კი ლამაზი და სასიამოვნოა, როდესაც შეყვარებული ხარ - ეს ისტორია „აჭარის სასწაულის“ იდენტური და მომავლის მესიჯია, რომ სიყვარულით ყველაფერი შესაძლებელია.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ "შეყვარებული ტურისტი ყირამალა" ამ მილებად გადააქციეს მისი მმართველობის იდენტური მესიჯია, რომ სიყვარულის ადგილი აქ არ არის. "შეყვარებული ტურისტი ყირამალა" აუცილებლად დაბრუნდება მზისა და ზღვის ქალაქში, იმიტომ რომ მისი ადგილი ნამდვილად იქ არის" - წერს სააკაშვილი.

"ყირალამას" აღების თაობაზე განმარტება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გააკეთეს.

"ვეხმაურებით მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, ახალ ბულვარში მდებარე ქანდაკების "ყირამალას" დაზიანების შედეგად მოხსნასთან დაკავშირებით. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, აღნიშნული ქანდაკება ბათუმის ბულვარში 2009 წელს განთავსდა, რომლის ავტორიც გახლავთ მოქანდაკე გელა წულაძე. ვინაიდან, წლების მანძილზე ქანდაკება სრულად ამორტიზირდა, ფაქტობრივად მისი რესტავრირება აღდგენას არ ექვემდებარებოდა, რის შედეგადაც კონსტრუქცია ადგილიდან მოიხსნა და დასაწყობდა. ავტორთან მოლაპარაკების საფუძველზე, მომდევნო წლისათვის აღნიშნული ქანდაკების ზუსტი ანალოგი დამზადდება, რომლის ხარჯთაღრიცხვაც სსიპ “ბათუმის ბულვარის” 2022 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული",-აცხადებენ ადმინისტრაციაში

გიგი უგულავას ქალიშვილი ფილმის გადასაღებად ფულს აგროვებს - "დახმარება მთხოვა - შენს "ფრენდებში" გაავრცელეო"

"მეც ჩემი რუტინა უნდა შევცვალო. უნდა ავდგე და ვიარო, თუნდაც რისკის ფასად..." - რას წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში?

"ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია... პიარისთვის გჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცო" - დოროყაშვილი ბასილაშვილს