მამუკა ბახტაძე - მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად 200-დან 250 მლნ ლარამდე თანხა დაიზოგება

მამუკა ბახტაძე - მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად 200-დან 250 მლნ ლარამდე თანხა დაიზოგება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოლოდინი აქვს, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, შემდეგი ორი წლის განმავლობაში, 200-დან 250 მლნ ლარამდე თანხა დაიზოგება.

პრემიერს მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვა IDFI-ის კვლევის შესახებ დაუსვეს, რომლის შეფასებითაც, 2017 წლის დეკემბერში დაწყებულმა მთავრობის სტრუქტურულმა ცვლილებებმა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ვერ უზრუნველყო.

„სამინისტროების ოპტიმიზაცია ჯერ არ მომხდარა და შედეგი როგორ უნდა გამოეღო? როცა გეგმას განვახორციელებთ, მერე გააკეთონ შეფასებები. 3,9 % იქნება ჩვენი მაქსიმალური ზღვარი - დღეს 4,3%-ია მთლიანი შიდა პროდუქტის. ჩვენ ვსაუბრობთ 200-დან 250 მლნ ლარამდე მნიშვნელოვან დანაზოგზე შემდეგი ორი წლის განმავლობაში. გამოთავისუფლებულ რესურსზე, რომელიც უნდა მოვახმაროთ უფრო საჭირო პროგრამებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები