სვანეთში საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

სვანეთში საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

სვანეთში, სტიქიით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ უმაღლესი მთავარსარდლის 2018 წლის ბრძანების დამტკიცების თაობაზე დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. საკითხზე მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ზურაბ მაჭარაძე იყო. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების თაობაზე პრეზიდენტის წარდგინებას 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არც ერთი წასულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გუშინ გამოსცა. ბრძანების თანახმად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ჩაერთვება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები