სპორტის სამინისტროს ლადო ვარძელაშვილი უხელმძღვანელებს

 სპორტის სამინისტროს ლადო ვარძელაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი უხელმძღვანელებს.

აღნიშნულ თანამდებობაზე ის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა.

სპორტის მინისტრის პოსტზე ლადო ვარძელაშვილის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მთავრობის ახალ წევრთა დამტკიცების საკითხს პარლამენტში სავარაუდოდ 30 ივნისს განიხილავენ.

აქამდე, ქვეყანაში სპორტის საკითხებს კურირებდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი. ახლა, სპორტის სამინისტრო ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა, ხოლო სპორტის დეპარტამენტმა არსებობა შეწყვიტა.

ჯერჯერობით, უცნობია ექნება თუ არა რაიმე ფუნქცია ახალ სამინისტორში დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დავით ნამგალურს, რომელიც ამჟამად ბაქოში, აზერბაიჯანის სპორტისა და ახლაგაზრდობის ფორუმზე  იმყოფება.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო