რუსთავში ბავშვებს ქალი ცივი იარაღით ემუქრებოდა - ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

რუსთავში ბავშვებს ქალი ცივი იარაღით ემუქრებოდა - ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

რუსთავში არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მე-11 მიკრორაიონის ტერიტორიაზე, არასრულწლოვან ბავშვებს ქალი ცივი იარაღით ემუქრებოდა. ფაქტს თვითმხილველები შეესწრნენ და 112-ში დარეკეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც “ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, უკვე დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ