ჩახნაშვილს ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

ჩახნაშვილს ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

საფრანგეთის ქალაქ პერიგოში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ნახევარფინალისტთა ვინაობა გამოვლინდა, რომელთა შორის ქართველი მაკა ჩახნაშვილიც იმყოფება. ჩვენებურმა ერთეულთა ტურნირზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება ბრაზილიელ მარია-ფერნანდა ალვეშთან იზეიმა.

მე-6 ნომრად განთესილ სამხრეთამერიკელთან მე-4 რეიტინგის მქონე ქართველი ფავორიტად მოიაზრებოდა და მეტოქეს პრობლემების გარეშე – 6:2, 6:2 სძლია.

ნახევარფინალში მაკა მე-2 ნომრის მქონე ფრანგ სტეფანი ფიორეზს გაეჯიბრება, რომელმაც მერვედფინალში სოფო შაფათავას მძლეველ თანამემამულე და სეხნია სტეფანი ვონგსაუზის 6:3, 3:6, 6:4 სძლია.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ კიდევ ერთი ფრანგი კლეირ ფეუერშტეინი და ჩეხი პეტრა ჩეტკოვსკა დადგებიან.

წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში ჩახნაშვილმა და ლიტველმა სტანჩიუტემ მე-2 ნომრად მიჩნეულ უკრაინელ დებ კიჩენოკებთან 1:6, 4:6 წააგეს.

ესპანეთის ქალაქ ალკობაკაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მე-2 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაია კანადელ მელანი გლორიასთან 1:6, 2:6 დამარცხდა.

წარუმატებლობა შეემთხვა ნიკოლოზ ბასილაშვილსაც, რომელიც კალიფორნიის ქალაქ ჩიკოში 15-ათასიან ტურნირზე ირჯებოდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში კორეელ დანიელ იოსთან 6:7 (1:7), 4:6 წააგო.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო