"ცხოვრების საზრისი იქაა, სადაც ადამიანად ყოფნის რწმენას მოიპოვებ" - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი

"ცხოვრების საზრისი იქაა, სადაც ადამიანად ყოფნის რწმენას მოიპოვებ" - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ტაილანდელი ბავშვების სამაშველო ოპრაციის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს:

"ბავშვების უმეტესობა სუპერგმირობაზე ოცნებობს, სპაიდერმენის, სუპერმენის კოსტუმს ითხოვს, რომ მხსნელის როლი გაითამაშოს. შემდეგ ჩვენ ვხდით მათ ამ ფორმებს და ვეუბნებით, რომ ჯობს ბიზნესმენი გამოვიდეს, ან ნებისმიერი სხვა რამ აირჩიოს, რაც "უსაფრთხოა" ან შემოსავლიანი. ჩვენ მათ ასეთი სახით ვასწავლით "ბედნიერებას". არაფერს ვუყვებით სხვადასხვა პროფესიის შესახებ. გონს მოსვლასაც არ ვაცდით, - მერხიდან მერხზე გადაგვყავს. ცხოვრების ყველაზე დიდი საზრისი კი იქაა, სადაც შენი საქმის, შენი გონების, შენი სხეულის, შენი ნებისყოფის, შენი ადამიანად ყოფნის რწმენას მოიპოვებ.

გერმანულ ენაზე სიტყვა პროფესია "ბერუფ" პირდაპირ თარგმანში მოწოდებას ნიშნავს. სიტყვის სემანტიკა უკავშირდება რწმენას, - სადაც ამ წამს ხარ, იქ ყოფნა მოგიწოდა ღმერთმა. თუ დღეს მეწაღე ხარ, ხვალ შეიძლება სხვა რამ აკეთო, მაგრამ მოწოდებული რადგან აქ ხარ ამჟამად, ლურსმანი სრული ერთგულებით უნდა დააჭედო. ასე ჩამოაყალიბდა გერმანული ხარისხი, მაგრამ ხარისხი კიდევ სხვა თემაა, - რამდენჯერ გითქვამთ, კიდევ კარგი იქ ვიყავი. - აი ასეთი მოგონებისას უკეთ ვწვდებით სიტყვა "მოწოდების" მნიშვნელობას. ჩვენ იქ ვიყავით, რადგან ის წამი ჩვენი შანსი იყო, ღმერთებად გვეგრძნო თავი. შეგვესრულებინა განსაკუთრებული როლი განსაკუთრებულ მომენტში. მთავარია, ყოველი იმ უბრალო წამის განსაკუთრებულობაც ვირწმუნოთ, რომელშიც ვიმყოფებით.

ფოტოებზე ტაილანდელი ბავშვების მხსნელი მაშველები იკრებენ ძალას".

ნახეთ ასევე: ურთულესი ოპერაციის ბედნიერი დასასრული ოფიციალურად დადასტურდა - მღვიმიდან ყველა ფეხბურთელი გამოიყვანეს

გაიცანით ექიმი, რომელმაც მღვიმეში სამი დღე გაატარა და შეშინებული ბიჭები ყვინთვისთვის მოამზადა

"ხეთაგუროვის ქუჩაზე ტურისტის დაჭრის ფაქტს გუშინ განვითარებულ მოვლენებთან ხელოვნურად აკავშირებენ" - რას წერს შსს-ს სტრატკომის უფროსი "ფეისბუქზე"?

"საქართველოში არ ვარ... უცხოელ მეგობრებს ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები და თან ვდარდობ, არ ნახონ, როგორ ვუხეთქავთ თავს ჩვენიანს და სტუმარს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

"ეს ის ქალია, რომელიც წლები დაბმული ყავდათ, ძალადობდნენ, აჩენინებდნენ შვილებს და უყიდიდნენ! დამტვრეული აქვს ხელები, ფეხები..." - რას წერს თამუნა მუსერიძე