მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. განახლებულ კაბინეტში 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრია. მინისტრობის კანდიდატები პრემიერმა გუშინ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებს წარუდგინა.

მთავრობაში სამი ახალი მინისტრია:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი დაინიშნა.

ფინანსთა მინისტრად დაინიშნა - ივანე მაჭავარიანი

ეკონომიკის მინისტრად გიორგი ქობულია დაინიშნა

თანამდებობები შეინარჩუნეს მინისტრებმა:

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი

თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია

შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - დავით სერგეენკო

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადროს გარდა, სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა, რის შესაბამისადაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში სულ 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრია. კერძოდ, სტრუქტურული ცვლილებები ასეთია:

  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეუერთდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო - იუსტიციის სამინისტროს
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გაუქმდა და მისი განშტოებები გადანაწილდა სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთა განსახლების მიმართულება გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტი შსს-მ შეითავსა, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტროს.

გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

იხილეთ ვიდეო: პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები