ლოცვა მკურნალობის ნაცვლად - მშობლებს, რომლებმაც ექიმების დახმარებაზე უარი თქვეს, პატიმრობა მიესაჯათ

ლოცვა მკურნალობის ნაცვლად - მშობლებს, რომლებმაც ექიმების დახმარებაზე უარი თქვეს, პატიმრობა მიესაჯათ

აშშ-ში, ორეგონელი ცოლ-ქმარი დაუდევრობით ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულეს. სარა და რევის ლი მიჩელებს საკუთარი შვილის გარდაცვალებაში ედებათ ბრალი.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ცოლ-ქმარი არის ეკლესიის წევრი, რომელიც მედიცინას არ ცნობს. მკურნალობის ნაცვლად ისინი ნაადრევად დაბადებული ჩვილისთვის ლოცულობდნენ და საეკლესიო ზეთებს აცხებდნენ.

მათ თავისუფლება 6 წლითა და 8 თვით აღეკვეთათ.

ბავშვი, ჯინიფერ მიტჩელი 2017 წლის 5 მაისს გარდაიცვალა, ის ნაადრევად დაიბადა როგორც მოგვიანებით კვლევებმა აჩვენა, ბავშვის ფილტვები არ მუშაობდა, ჯინიფერი მწვავე რესპირატორული დარღვევებით გარდაიცვალა.

ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ამ ეკლესიის მრევლის სამედიცინო ჩარევებზე უარის გამო ადამიანი გარდაიცვალა. მორწმუნეები საკუთარ თავს ქრისტეს ეკლესიის მიმდევრებს უწოდებენ.

საბედნიეროდ, სიკვდილს გადაურჩა მიტჩელების მეორე ქალიშვილი, ეველინი, ჯინიფერის ტყუპისცალი. მას ასევე უჭირდა სუნთქვა, თუმცა მედიკოსებმა დროულად მოასწრეს ჩარევა. გოგონა ახლა 16 თვისაა.

ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინელ ლამაზმანზე იქორწინა - ვინ არის დავით ხოჭოლავას რჩეული

რეალური "რაპუნცელები" ძველი ეპოქიდან - რატომ ატარებდნენ ქალები კოჭებამდე თმას (ფოტოები)

მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი