ავტორი:

ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინელ ლამაზმანზე იქორწინა - ვინ არის დავით ხოჭოლავას რჩეული

ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინელ ლამაზმანზე იქორწინა - ვინ არის დავით ხოჭოლავას რჩეული

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ 22 წლის უკრაინელ ლამაზმანზე იულია სიდორენკოზე იქორწინა. ამის შესახებ უკრაინული სპორტული მედია წერს.

ხოჭოლავას რჩეული ხარკოველია. გოგონა "მის უკრაინა 2016-ის" ფინალური კონკურსის მონაწილე გახლდათ, ფოტომოდელია და წარმატებული სამოდელო კარიერაც აქვს.

"ქმარო, მადლობა შენ ჩვენი ბედნიერებისთვის..." - წერს "ინსტაგრამზე" ქართველების რძალი.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის ხოჭოლავასთვის, ეს მეორე ქორწინებაა. 2018 წლის მაისში მან ყოფილ მოდელზე, სახელად ალინაზე იქორწინა. წყვილმა გასაიდუმლოებული ქორწილი პარიზში გადაიხადა. ალინამ მეუღლის გვარი მიიღო და ალინა ხოჭოლავა გახდა. ასე იყო ის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელშიც, სადაც ქართველ ქმარს რომანტიკულ პოსტებს უძღვნიდა.

დავით ხოჭოლავა პირველ მეუღლესთან ერთად

დავით ხოჭოლავა "შახტარში" 2017 წლიდან თამაშობს (39 მატჩი, 3 გოლი), საქართველოს ნაკრებში კი 9 მატჩი აქვს ჩატარებული ნახეთ მეტი ფოტო

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა

ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების 4 რიტუალი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა