საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

100 წლის წინ ამერიკაში წასული რაჭველი ემიგრანტის ემოციური ისტორია: "ათი შვილიდან ორს - რაჭა და რიონი დაარქვა..."

11:44 / 12-07-2018

"მინ­და, მო­გი­თხროთ ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ჩემი დიდი ბე­ბი­ის ოლღა ჩიკ­ვი­ლა­ძის ძმას, პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძეს ეხე­ბა. იგი XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, 1917 წლამ­დე, 16 წლის ასაკ­ში ბე­დის და სა­მუ­შა­ოს სა­ძებ­ნე­ლად რა­ჭი­დან წა­ვი­და. აღ­მოჩ­ნდა გემ­ზე და იმის მერე, მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და, ყვე­ლას და­ღუ­პუ­ლი ეგო­ნა..." - გვე­უბ­ნე­ბა ნატო მდი­ნა­რა­ძე ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი სკო­ლის პე­და­გო­გი.

ცნო­ბი­ლია, რომ 1910-1913 წლებ­ში ამე­რი­კა­ში რაჭ­ვე­ლი მი­წის მუ­შე­ბი მა­სობ­რი­ვად ჩა­ვიდ­ნენ. ად­გი­ლობ­რივ მრეწ­ვე­ლებს რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, მთი­ა­ნი რა­ჭი­დან და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან ჯგუ­ფე­ბად ჩაჰ­ყავ­დათ ხალ­ხი. შე­საძ­ლოა, პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძის ამე­რი­კა­ში ჩას­ვლა ამ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, თუმ­ცა მისი ოჯა­ხის­თვის, რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

"რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. 1956 წელს რა­ჭა­ში პარ­თე­ნის­გან წე­რი­ლი მო­ვი­და. ბე­ბი­ა­ჩემს ოლ­ღას სწერ­და, რომ ცო­ცხა­ლი იყო, ცხოვ­რობ­და ამე­რი­კა­ში, ცო­ლად ჰყავ­და მდი­და­რი ფერ­მე­რის ქალი, რო­მელ­თა­ნაც 10 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. იმ დრო­ის­თვის, ბე­ბია ცო­ცხა­ლი აღარ იყო, მაგ­რამ სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი ჩემ­მა ბა­ბუ­ამ და მის­მა დებ­მა გა­უგ­ზავ­ნეს, რის შემ­დე­გაც უკვე ოჯახ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი და წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნია, სა­დაც ასე წერ­და: "თქვე­ნი წე­რი­ლი მი­ვი­ღე, ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ტი­რე. თუ არ მოვ­კვდი, ვეც­დე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად გნა­ხოთ".

სა­ქარ­თვე­ლო­დან რომ წა­ვი­და, ეს და-ძმა და­ბა­დე­ბუ­ლე­ბიც არ იყ­ვნენ. მოკ­ლედ, შალ­ვას, ზი­ნას, სო­ნი­ას დაჰ­პირ­და, რომ მათ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და, მაგ­რამ ვერ დას­ცალ­და, გარ­და­იც­ვა­ლა... სუ­რათ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი იყო მისი ოჯა­ხი - მე­უღ­ლე და 10 შვი­ლი (6 ვაჟი და 4 ქა­ლიშ­ვი­ლი), უმე­ტე­სო­ბის­თვის ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და­ურ­ქმე­ვია: რი­ო­ნი, რაჭა, ნეს­ტო­რი, პე­ლა­გია...

უმ­ცროს შვილს ჯერი და­არ­ქვა და მას­ვე და­უ­ტო­ვა ან­დერ­ძად, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­სუ­ლი­ყო და ნა­თე­სა­ვე­ბი გა­ეც­ნო. ჯე­რიმ მა­მას თხოვ­ნა აუს­რუ­ლა. ის სა­ქარ­თვე­ლოს 1979 წელს ეწ­ვია... ჩვენს ოჯახ­ში ინ­ფორ­მა­ცია მო­სუ­ლა, რომ ამე­რი­კე­ლი ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­ტუმ­რო `ივე­რი­ა­ში~ იყ­ვნენ და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩვენ გვე­ძებ­დნენ...

- საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს აქ ჩა­მოს­ვლა?

- ეს ჩვენ­თვი­საც დიდი გა­მო­ცა­ნაა... მათ სა­ნა­ხა­ვად ჩვე­ნე­ბი - დე­და­ჩე­მი, ბა­ბუ­ა­ჩე­მი, მა­მი­დე­ბი წა­ვიდ­ნენ, წა­ი­ღეს სუ­რა­თე­ბი, ნამ­დვი­ლად ისი­ნი იყ­ვნენ თუ არა. დედა ჰყვე­ბა, რომ სას­ტუმ­როს ფო­ი­ე­ში შთამ­ბეჭ­და­ვი და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი სცე­ნა იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ენის ბა­რი­ე­რი არ­სე­ბობ­და, კო­მუ­ნი­კა­ცია რთუ­ლი არ იყოო. აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­თაც იგი­ვე ფოტო ჰქო­ნი­ათ თან, რაც ჩვენ... ის იყო ცრემ­ლი­ა­ნი შეხ­ვედ­რა... ქარ­თვე­ლებს რომ შეგ­ვე­ფე­რე­ბა, ჩვე­ნებ­მა ასე­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვი მას­პინ­ძლო­ბა გა­უ­წი­ეს.

იმის მერე, 2 წე­ლი­წად­ში ისევ დაბ­რუნ­და უკვე თა­ვის ძმის - მე­ი­ნარ­დის ოჯახ­თან ერ­თად. იყო მისი ცოლი ბარ­ბა­რა და 2 შვი­ლი - ნა­ტა­შა და ჯე­რე­მი... ჯე­რე­მის ფოტო ქარ­თულ ჩო­ხა­ში გა­და­უ­ღია, რი­თაც თურ­მე ამა­ყობ­და. მათი წას­ვლის შემ­დეგ, ჩვე­ნი ოჯა­ხი "კა­გე­ბეს" მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო. სულ ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბა უწევ­დათ - თუ რა მიზ­ნით იყ­ვნენ აქ ჩა­მო­სუ­ლე­ბი, რა და­უ­ტო­ვეს და ა.შ. ეს ამ­ბა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 1989 წლამ­დე გაგ­რძელ­და.

- თქვენ­მა ოჯახ­მა მათ­თან კონ­ტაქ­ტი გა­ნაგ­რძო?

- კი, მი­მო­წე­რა, სუ­რა­თე­ბის გაც­ვლა 90-იან წლე­ბამ­დე გრძელ­დე­ბო­და. მერე ქვე­ყა­ნა აი­რია, მი­სა­მარ­თე­ბი შე­ვიც­ვა­ლეთ... თუმ­ცა, მა­ნამ­დე ტე­ლე­ფო­ნი­თაც კი რე­კავ­დნენ და ჩვე­ნებს ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ჰქონ­დათ, გან­სა­კუთ­რე­ბით, დე­და­ჩე­მის მა­მი­დაშ­ვილ­თან, რო­მელ­მაც ინ­გლი­სუ­რი იცო­და. ის კი არა, ცოლი რომ მო­იყ­ვა­ნა, სა­ქორ­წი­ლო კა­ბაც იქი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნეს. მერე კი, ხომ გი­თხა­რით, კავ­ში­რი დავ­კარ­გეთ.

როცა უკვე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ჩვენ­შიც გან­ვი­თარ­და, შე­იქ­მნა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, დე­და­ჩე­მი სულ მთხოვ­და, მოგ­ვე­ძებ­ნა ჩიგ­ლო­ე­ბის ოჯა­ხი (პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძე ამე­რი­კა­ში პი­ტერ ჩიგ­ლო გახ­და). მოკ­ლედ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძებ­ნი­სას, უამ­რა­ვი ჩიგ­ლო ვნა­ხეთ, მაგ­რამ დე­დას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და წლე­ბის მერე მათი ამოც­ნო­ბა. ამი­ტომ, ძებ­ნა შევ­წყვი­ტეთ. შემ­დეგ ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა გა­ნა­ახ­ლა და გა­უ­მარ­თლა. თურ­მე, ჩიგ­ლო­ებ­საც ჰქო­ნი­ათ ჩვე­ნი მო­ძებ­ნის მცდე­ლო­ბა და პრო­ფი­ლის სუ­რათ­ზე სწო­რედ ჯე­რე­მის ჩო­ხი­ა­ნი სუ­რა­თი და­უ­ყე­ნე­ბი­ათ, რი­თაც მოხ­და კი­დეც მათი ამოც­ნო­ბა...

- ახლა რა ხდე­ბა?

- გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობს ჯე­რის მე­უღ­ლე, ბარ­ბა­რა. ჯერი ცო­ცხა­ლი აღარ არის, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რედ ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში გა­ურ­კვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­ი­ღუ­პა. ესეც კი­თხვის ნი­შანს აჩენს - მათი ასე­თი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, იმ პე­რი­ოდ­ში რკი­ნის ფარ­დის გარ­ღვე­ვა ხომ სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვი იყო და მერე ამ ადა­მი­ა­ნის ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა... თუმ­ცა, ეს ფაქ­ტი მა­ინც და­ბე­ჯი­თე­ბით არაფ­რის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა.

მინ­და გი­თხრათ, რომ 3 აგ­ვის­ტოს ქალ­ბა­ტო­ნი ბარ­ბა­რა ისევ აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, ამ საქ­მე­ში თა­ვად იაქ­ტი­უ­რა. შვი­ლებ­თან (ნა­ტა­შა, ქორთნი) და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­მო­ვა. ბარ­ბა­რა ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­თხოვ­და, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ ივი­წყებს პირ­ვე­ლი ქმრის მა­მის ნა­თე­სა­ვებს.

ამ­ბობს, რომ ბედ­ნი­ე­რია, რად­გა­ნაც სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ ჩა­მო­ვი­დეს, რად­გა­ნაც ყო­ფილ მა­მამ­თილს, პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძეს შეჰ­პირ­და, რომ მის ნა­თე­სა­ვებს აუ­ცი­ლებ­ლად მო­ძებ­ნი­და და მათ­თან კონ­ტაქ­ტი ექ­ნე­ბო­და. ამი­ტომ, უხა­რია, რომ ისევ გვი­პო­ვა და ამ­ბობს, ჩემი მა­მამ­თი­ლი ალ­ბათ იქე­დან მლო­ცავ­სო.

ნატო მდი­ნა­რა­ძე

ლაჩ­თა რა­ჭა­ში ჩიკ­ვი­ლა­ძე­ე­ბის სო­ფე­ლია და ითხო­ვა, იქ­ნებ იქ ჩა­მიყ­ვა­ნოთ და ვნა­ხო ად­გი­ლი, სა­დაც პი­ტე­რი გა­ი­ზარ­და, იქა­უ­რო­ბა ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც მინ­და ვაჩ­ვე­ნო, თუნ­დაც იქ ახლა არა­ფე­რი იყო­სო. შევ­პირ­დით, რომ ყვე­ლა­ნი ერ­თად წა­ვალთ და იქა­უ­რო­ბას მო­ვი­ნა­ხუ­ლებთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, გვა­ხა­რებს, გულ­საც გვი­ჩუ­ყებს. ამ ქა­ლის­გან სა­ო­ცარ მუხტს, სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ვგრძნობთ. 37 წლის წი­ნან­დელ ამ­ბებს თბი­ლად იხ­სე­ნებს, თო­ნის პუ­რის სუ­ნიც კი ახ­ლაც მკა­ფი­ოდ მახ­სოვ­სო... მოკ­ლედ, აგ­ვის­ტო­ში ოკე­ა­ნის გაღ­მი­დან შო­რე­ულ-ახ­ლო­ბელ ნა­თე­სა­ვებს ვე­ლო­დე­ბით.

გაზიარება
ტეგები:
#ამერიკა
#ემიგრანტი
#რაჭა
#პართენ ჩიკვილაძე
მკითხველის კომენტარები /9/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nona
4
1
ცჰემი ბებიკო, ლაცჰტელი ცჰიკვილადზე იყო სამი ტვის ვიყავი რომ გარდაიცვალა,უზომოდ მიყვარს ლაცჰტა და ყველა ცჰიკვილადზე
14:56 / 13-07-2018
გამოხმაურება //
ია ჩიკვილაძე
11
0
კარგად ნახსოვს როცა ჩვენთან ლაჩთაში გვესტუმრენ.მამაჩემი გივი ჩიკვილაძე.ბიძაჩემი ნიკალა ჩიკვილაძე და მათი ბიძაშვილი ჟენია ჩიკვილაძე როგორ ემზადებოდნენ მათ შესახვედრად.სოფელი ფეხზე იდგა ყველას უხაროდა.პართენა მსმას ბიძაშვილი იყო და მისმა შვილებმა მოინდომეს ენახათ სად ცხოვრომდა მათი მამა.სწორედ ჟენიას სახლი იყო ის ადგილი და იქ მოხდა მათი სტუმრობაც.მახსოვს პატარა საჩუქრებიც დაგვირიგეს.იყო საწერი კალამი რომელსაც ზედ "ჩიგლო"ეწერა.ყველას გვაჩუქეს და თავიანთი დამოკიდებულება გვაჩვენეს სითბო გამოხატეს.კიდევ ვისურვემდი მენახა და იმიტომ რომ მესმის ასე უნდათ ისევ საქართველოდა ჩვენი ქვეყანა.ასეთი ხალხი ნსმდვილად არაა დასაკარგი.სამწუხაროდ მე არ ვარ საქართველოში და ვერ დავხვდები.მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ მე ვეწვევი მათ იქ შორეულ ამერიკაში
11:06 / 13-07-2018
გამოხმაურება //
მაკა
4
1
გული ამიჩუყდა! ეჰ რაა ცხოვრება! ''სადაურსა სად წაგიყვანს სად აღგიფხვრის სადით ძირსაო..'':(
11:04 / 13-07-2018
გამოხმაურება //
metro
10
0
ეკონომიკის შექმნა ჩვენ უნდა ვისწავლოთ და გადმოვიტანოთ . ჩვენი შესაქმნელი ჩვენ უნდა შევქმათ , ეს ვერ გავიგეთ ამდენ ხანს და იმიტომ ვართ ეგრე . სხვა , თუნდაც ნათესავი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს .
22:35 / 12-07-2018
გამოხმაურება //
mmm
27
0
კარგი იყო, ასეთი ამბები დაწერეთ არ ჯობია? გათბა გული.
16:55 / 12-07-2018
გამოხმაურება //
DEVI
12
2
პატარა შესწორება(მათთვის ვინც არ იცის), ლაჯდა არ ჰქვია ჩიკვილაძეების სოფელს, ეს არის სოფელი ლაჩთა
15:40 / 12-07-2018
გამოხმაურება //
მარი
8
2
რატომაა რომ ასე ეტრფიან საქართველოს და სანაცვლოდ კი მხოლოდ დოლარებს ველით???არ შეიძლება რომ ეკონომიკა და ცხოვრების დონეც რომ გადმოიტანონ საქართველოსი???და სიღატაკეში არ აღმოხდეს ქართველების 80%-ს სული???დაგვეხმარეეეეეეეთ საქართველოს ყველანაირად!!!
15:30 / 12-07-2018
გამოხმაურება //
თ. ჩიკვილაძე
16
0
მახსოვს 80-იან წლებშო სოფ. ლაჩთაში ჩამოსული იყვნენ ამერიკელი ჩიკვილაძეები. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, მახსენდება მაშინდელი ამბავი, რა ემოციები იყო და ყველა გაოცებული იყო რომ გაიგებდნენ ამერიკელი ჩიკვილაძეები ჩამოსულანო.მახსენდება საწერი კალმებიც დაარიგეს, სადაც მათი გვარი ეწერა ოქროსფერი ასოებით ,,ჩიგლო".
15:30 / 12-07-2018
გამოხმაურება //
!!!!!
42
0
ძალიან ემოციური და ლამაზი ამბავია...
14:32 / 12-07-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
13:40 / 17-02-2019
"თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა" - მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს
13:31 / 17-02-2019
გიორგი მამალაძის მხარდასაჭერ აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ - დეკანოზის ოჯახი პატრიარქს მიმართავს
13:07 / 17-02-2019
რატომ დაიკეტა კურორტი გუდაური
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია