საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ტრამპი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე და მარგველაშვილის შეხვედრები პრეზიდენტებთან - ბრიუსელის სამიტის დეტალები

16:07 / 12-07-2018

სა­ქარ­თვე­ლო ახლა არ გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი, მაგ­რამ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მოჩ­ნდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ტრამპს ალი­ან­სში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე ვრცლად არ უსა­უბ­რია და მხო­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­სუ­ხით შე­მო­ი­ფარ­გლა.

სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ნატო-ს სა­მი­ტის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს, - ასე უპა­სუ­ხა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, სა­ჭი­რო­ებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო ნატო-სგან უფრო მეტ მხარ­და­ჭე­რას და ისა­უბ­რებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ზე ტრამ­პი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

რო­გორც ტრამპმა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია იყო ბრი­უ­სელ­ში და მათ ძა­ლი­ან კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს.

„ჩვენ მათ მო­ვუს­მი­ნეთ. სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა შექ­მნი­ლი, თუმ­ცა მათ ყვე­ლა დამ­სწრე­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს“, - აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტრამპმა.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის ბრი­უ­სელ­ში ხან­მოკ­ლე შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტი ბრი­უ­სე­ლი­დან იუ­წყე­ბა, ტრამ­პთან ნატო-ს სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ აუ­დი­ენ­ცი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა კი­დევ ერთხელ ხაზი გა­უს­ვა იმას, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა აშშ-სთან.

ამას­თან, რო­გორც სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა, თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ხაზ­გას­მით ისა­უბ­რა იმ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე, რო­მე­ლიც და­ი­წყო მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში, ვა­შინგტონ­ში მისი ვი­ზი­ტი­სას, რაც გუ­ლის­ხმობს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ას და გა­მო­ხა­ტუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში.

გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დო­ნალდ ტრამ­პთან ისა­უბ­რა იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზეც, რომ­ლის გახ­სნაც შე­იძ­ლე­ბა ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის.

„კი­დევ ერთხელ და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრი­ბუ­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში და სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­საც შეხ­ვდა. სა­ქარ­თვე­ლოს ურ­ყე­ვი არ­ჩე­ვა­ნი - ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სი, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე მდგა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი გა­ნი­ხი­ლეს დღეს, ბრი­უ­სელ­ში, ნატო-ს სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ ორ­მხრივ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­მა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს იმ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის, რო­მელ­საც საფ­რან­გე­თი აფიქ­სი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ. ასე­ვე, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცი­ის უწყვე­ტი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის.

„შეხ­ვედ­რი­სას ასე­ვე პო­ზი­ტი­უ­რად შე­ფას­და ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს სა­ვი­ზო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ. სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა საფ­რან­გეთ­თან ნა­ყო­ფი­ე­რია და მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რძელ­დე­ბა იმის­თვის, რომ ის მო­ნა­პო­ვა­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს თა­ვი­სუ­ფალ სა­ვი­ზო მი­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი და მრა­ვალ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა საფ­რან­გეთ­თან არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი, არა­მედ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრი­ბუ­ცი­ი­სათ­ვის და აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რე­სი ნა­ტოს გზა­ზე და საფ­რან­გე­თი რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რად, რო­გორც ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მხა­რე­ებ­მა ასე­ვე რუ­სე­თის აგ­რე­სი­ი­სა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს. აღი­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთ­მა პა­ტი­ვი უნდა სცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგს და რომ უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა ისე უნდა იყოს აწყო­ბი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­ცუ­ლი. ით­ქვა, რომ საფ­რან­გე­თი ზრდის თა­ვის ჩარ­თუ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში, ეს იქ­ნე­ბა რო­გორც სა­ჰა­ე­რო და თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე სა­ზღვაო ხო­მალ­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პრე­ზი­დენ­ტმა მაკ­რონ­მა გა­მოთ­ქვა მზა­ო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხი საფ­რან­გე­თის პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა აყ­ვა­ნი­ლი და სხვა ქვეყ­ნებ­თან ორ­მხრივ დი­ა­ლო­გებ­ში ხაზს გა­უს­ვა­მენ სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას“, - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვია.

ნატო-ს წევ­რე­ბი კვლავ ადას­ტუ­რე­ბენ 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს წევ­რი გახ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც დღეს ნატო-ს სა­მიტ­ზე მი­ი­ღეს.

“სა­ქარ­თვე­ლო ადას­ტუ­რებს თა­ვის გან­ზრახ­ვას მო­ი­პო­ვოს ნატო-ს წევ­რო­ბა. ეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია, რო­მელ­საც მტკი­ცედ უჭერს მხარს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ახლა კი ახალ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში არის ჩა­წე­რი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი MAP იქ­ნე­ბა. ნატო-ს წევ­რე­ბი მი­ე­სალ­მე­ბი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლომ 2008 წლის შემ­დეგ მი­აღ­წია. სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ალი­ანსთან ყვე­ლა პრაქ­ტი­კულ ინ­სტრუ­მენტს შე­ი­ცავს, რათა გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა მოხ­დეს, კერ­ძოდ ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სია, წლი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მა და ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტი.

ნატო-ს წევ­რე­ბი აღი­ა­რე­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით, რაც უნდა გაგ­რძელ­დეს და რაც სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ას­პი­რანტ ქვე­ყა­ნას, ეხ­მა­რე­ბა წევ­რო­ბის­კენ მომ­ზა­დე­ბის პროგ­რეს­ში”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

გაზიარება
ტეგები:
#გიორგი მარგველაშვილი
#ნატოს სამიტი
მკითხველის კომენტარები /39/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0
0
რუსეთს, რომ ვერ ჩაგვაბარონ, ნეიტრალიტეტის პოლიტიკა უნდა გავატაროთ... თორემ ერთ დღესაც იქნება, "დასავლეთში" ამოუვათ ყელში ჩვენი ავადმყოფური აკვიატება და გადაგვაბარებენ... "ჩრდილოეთს"...
15:51 / 13-07-2018
გამოხმაურება //
Peace
1
0
მართალია, ყველასა მოწყინდა უკვე, ამდენი ტყუილი? პირში კალა უნდა ჩაასხა, ვისაც არც საქართველოს და არც ხალხის ბედი არ აწუხებს, და უნდა ჩვენი "ხალხი" სიმართლეს ააცდინოს(ღალათტით) "გადაჩეხოს" სადმე კლდეზე საიმედო დროს და ადგილას
14:32 / 13-07-2018
გამოხმაურება //
tngh
2
4
ქ-ნო Maka!!! რუსეთმა ეს უმაღლეს დონეზე არა ერთგზის თქვა. ტუმცა ჩვენ "ნატოს" ავადმყოფური აკვიტება ვერა და ვერ დავძლიეთ.
14:15 / 13-07-2018
გამოხმაურება //
ქართველი
4
2
საქართველომ და ქართველებმა უნდა მივბაძოთ და ვისწავლოთ ფინლებისგან.მეზობლებთან უნდა დიპლომატია.მოყვარესთნ ახლოს იყავიო და მტეთან კიდევ უფრო ახლოსო.ნახეთ რამხელაა რუსეთი.პატარა საქართველო რას გახდება.არავის იმედი არაგქონდეთ.ჩენ თვითონ უნდა შევძლოთ გამოვნახოთ გზები საშვალებები.რუსეთთან ჩხუბით რას მივაგწიეთ,ურთიერთ რესპეკტი და პარტნიორობა.
13:57 / 13-07-2018
გამოხმაურება //
სიმართლე.
3
6
რა უთხრას< ამასწინათ აქ რაც პარლამენტში ობოდიალა?
13:45 / 13-07-2018
გამოხმაურება //
Peace
1
1
უკაცრავად ვარ, სახელი არასწორად ვახსენე , ბატონო გიორგი მარგველაშჰვილო თქვენ მოგმართავდით
13:26 / 13-07-2018
გამოხმაურება //
Peace
1
4
შესანიშნავი დიპლომატი ბრზანდებიდ ბატონო სოსო მარგველაშვილო.
13:15 / 13-07-2018
გამოხმაურება //
maka
1
2
ამ რუსეთს რაღა უშლის ხელს, გამთლიანდება საქართველო როგორც კი ერთმანეთში მორიგდებიანო, თქვას. ყველა ხიდს რატომ წვავს ჩვენთან
12:58 / 13-07-2018
გამოხმაურება //
kako
0
0
კი კი! ზეგ! 27-შიო. საღამოსკენ გამაიარეთო )))
12:57 / 13-07-2018
გამოხმაურება //
kaci
0
2
დაპირდე არ გულისხმობს, რომ მართლა მოიყვან!
11:45 / 13-07-2018
გამოხმაურება //
tngh
3
4
ღრმად პატივცემულო ბ-ნო პრეზიდენტო!!! მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან მოაგვარეთ საქმეები. ეხლა ისრა დაგრჩენიათ, შეხვდეთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა აუხსნათ და შეაგნებინოთ, რომ "ნატოს" გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და პირიქით უკეთესია რუსეთის უსაფრთხოებისათვის. იმედი გვაქვს თქვენი ღრმა ფილოსოფიური ლოგიკის.
11:37 / 13-07-2018
გამოხმაურება //
va va!
8
3
რა უსუსურები ვართ! იმ გოგო ჟურნალისტმა ტრამპს კითხვა, რომ მისცა საქართველოზე და პუტინზე და ვერაფერი პასუხი ვერ მიიღო,იმით ტრაბახობდა - პრესკონფერენციის მერეო ტრამპის დაცვამ შოკოლადის ფილა მაჩუქა და ამ შოკოლადს საშვილიშვილოდ შევინახავო!
11:24 / 13-07-2018
გამოხმაურება //
გიორგი.
1
0
საინტერესო შენიშვნაა.
11:20 / 13-07-2018
გამოხმაურება //
გთხოვთ, არ დაბლოკოთ.
1
2
სიძე, სიმამრზე ჭკვიანია, თან "პუსტოიზე" არ დადის. ეხლა სამიტისთვის უბრალოდ არ ეცალა."პუსტოიზე" მარტო სიმამრი დადის, ზოგჯერ სიდედრიც დაყვება.
11:19 / 13-07-2018
გამოხმაურება //
BUBA
10
1
სწორედ ეს აღიზიანებს რუსეთს რა დავიჯერო არ იციან ყოველი ასეთი შეხვედრებისა და განცხადებების შემდეგ, რომ ძლიერდება საქართველოზე ამხელა მონსტრის ზეწოლა, ძალიან კარგად იციან მაგრამ ეშინიათ და ზედმეტი დიკონფორტი არ უნდათ შეექმნათ, გაბედულება არ ყოფნით ამხელა კოალიცია აქვთ და რუსეთის ეშინით და იმას არ ფიქრობენ ამ პატარა ქვეყანამ მარტომ როდემდე უნდა გაუძლოს ამ ურჩხულს.
11:13 / 13-07-2018
გამოხმაურება //
რამაზი
4
2
ჩაგვაბარეს რუსეთს, რომელიც კავკასიიდან გასვლას არც აპირებდა
11:08 / 13-07-2018
გამოხმაურება //
/\/\/\/\
6
2
ჭკვიანური დარიგება, ამ მთავრობას არ შეშვენის. ის ისე გასიებულა, პიჯაკში ვერ ეტეოდა. იქ რა უნდოდა. აქ ვერ გაიგებდა რასაც შემოუთვლიდენ?
11:07 / 13-07-2018
გამოხმაურება //
..................................
5
6
მარგველაშვილო ხომ ხედავ დავალებას კარგად ასრულებ ყველგან ცდილობ საქართველოს მატავრობას მოწრა ტა და ვერ ხვდები რომ ერს ჭრი თავს მტავრობა ხომ უმრავლესობიA აირჩია ისე შენს მომყვანს რა ვუთხარი
10:53 / 13-07-2018
გამოხმაურება //
hehe
9
3
ეს სიტუაცია ძალიან წააგავს ბანალურ სასიყვარულო ისტორიას. ქალი: უკვე 10 წელია რაც ერთად ვართ. როდის მომიყვან ცოლად? როდის მოვაწერთ ხელს? დავიღალე! კაცი: მოიცა ერთი ქალო. ეხლა არ მცალია მაგისთვის. სადღაც 1, 2, 3...წლის მერე. მოკლედ მერე!
10:19 / 13-07-2018
გამოხმაურება //
vava
5
3
ვალიკო, ვალიკო არ მინდა დურბინდი
09:45 / 13-07-2018
გამოხმაურება //
ვივა
12
4
მიუახლოვდება გვირაბი ჭას, გაიგებს ზებო, ჩამოკრავს ზარს.... და უკვე ხართ ნატოში. დაგიწერათ გენიოსებმა " დათა თუთაშხია", "ჯაყოს ხიზნები", " ყვარყვარე თუთაბერი", ბოლო-ბოლო ფილმიც კი შეიქმნა - ცისფერი მთები, მაგრამ მაინც არ არის თქვენი საშველი, ელოდეთ ელიოზივით, ხეზე ასვლა არ დაგავიწყდეთ...
09:43 / 13-07-2018
გამოხმაურება //
simartle
14
3
როგორი უთავმოყვარე ერი გახდა ქართველები ყველას ვეტენებით მაგრამ ახლოსაც არ გვიკარებენ ნუთუ არ გრცხვენიათ .
08:01 / 13-07-2018
გამოხმაურება //
ვალერი
7
0
ესეთი ცინიკური დამოკიდებულება რომ გვაქ,ისიც მიკვირს ამდენს რომ გველაპარაკებიან.
08:01 / 13-07-2018
გამოხმაურება //
simeon farada
7
1
ვის რა ჯანდაბად უნდა ჩვენი მთავრობის წევრები , რაში გამოიყენონ ?
22:39 / 12-07-2018
გამოხმაურება //
ასეა ეს!
15
0
დაუშვა უკვე. ოღონდ უაფხაზეთოდო... 5-ე პუნქტზე რომ იყო საუბარი, მაი იყო ის ზუსტად. რო დავთანხმებულიყავით, დღესაც მიგვიღებდნენ. არა და მართლა რა ჭირად მინდა ნატო, თუ ტერიტორიები დავთმეთ?.
20:51 / 12-07-2018
გამოხმაურება //
კეთილი სამარიტელი
19
5
ამ ნატოზე და მაპზე ყოველთვის "რაც გინახავს? ვეღარ ნახავ" მახსენდება: კაცო, გამაგებინეთ, მეკუთვნის ქალი თუ არ მეკუთვნის? გეკუთვნის მაშა, გეკუთვნის, მაგრამა არ გეკუთვნის.
20:30 / 12-07-2018
გამოხმაურება //
FEOLA
19
4
ზეგ,,,ზეგ გეტყვი როდის!!!!!
20:16 / 12-07-2018
გამოხმაურება //
-------
23
13
რა გაუხურეთ ამ ევროპას და ამერიკას საქმე ნატოთი,შანსი არ არის ჩვენი მიღება,ვერ ხედავთ რუსეთის ხსენებაზე ჟიმჟიმი ემართებათ,რომელი ჭკუათმყოფი რუსეთთან დაძაბავს ურთიერთობას ჩვენ გულისთვის.ჩვენი ნატოში მიღების ერთად-ერთი გზაა თუ რუსეთი საერთოდ გაქრება დედამიწის ზურგიდან.მაგრამ ასეთი რამ არ მოხდება,და ამიტომ დაეტიეთ სადაც ხართ და ბევრს ნუ ხტუნაობთ.სააკიანმა ხომ იხტუნავა ბოლოს ცხვირით თხრიდა გორში მიწას,ჩვენც იგივე არ დაგვემართოს.გონს მოეგეთ.
19:03 / 12-07-2018
გამოხმაურება //
ედიკა
18
3
ეხ, ტრამპ, ტრამპ. მაგას ამბობდა კაკულიააა, რატომ დააღალატე ბიჭოოოოო.
19:02 / 12-07-2018
გამოხმაურება //
როგორც რუსეთი მოისურვებს
12
6
"ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მოჩ­ნდე­ბა" მაშინ როცა თვითონ რუსეთი შევა ნატოში. ნამცეცი თავმოყვარეობა არ გააჩნია ჩვენს მთავრობას და აქედან გამომდინარე ჩვენც, მთელ ქვეყანას.
18:54 / 12-07-2018
გამოხმაურება //
გია
18
6
სიძე რატომ არ წაიყვანა სამიტზე? დაამშვენებდა გოგოჭური სამიტს))))) სიძეეე,შე ძველოოო!!!))))))
18:51 / 12-07-2018
გამოხმაურება //
mokalake
9
9
აგარ მიდისს? ასრებს, ვიტომ პრეზიდენტი. იცის აგარავინაირჰევს.
18:30 / 12-07-2018
გამოხმაურება //
მარი
12
5
გვიშველეთ ამერიკა ბიძია და ევროპაააავ!!!!დაგვაბრუნებინეთ საქართველოს მიწები,თუგინდ ამას სრულიად შეეწიროს მთავრობის წევრების სიცოცხლე!!!წაიყვანეთ ისინი მძევლებად გემუდარებიიიიიით!!!!
18:01 / 12-07-2018
გამოხმაურება //
მაკა
15
11
ჩვენმა მთავრობამ დაიმახსოვროს რომ ამერიკა რუსეთს საქართველოს გულისთვის არასოდეს აწყენინებს,რუსეთი არასოდეს დაუშვებს საქართველოს ნატოში შესვლას.
17:56 / 12-07-2018
გამოხმაურება //
ყვითელი
17
3
ხოოოო ოოოოოოოოოოო ისა შეხვალთო მარა არ შეხვალთო ანუ ზეგ, ზეგ ნამდვილად შევალთ აუცილებლად !
17:49 / 12-07-2018
გამოხმაურება //
keta
15
9
ჩვენი მთავრობა და დელეგაცია ჩვენ არ მოგვწონს და სხვას როგორ უნდა მოეწონოს?? რისი მაქნისებიც არიან შედეგში ჩანს
17:44 / 12-07-2018
გამოხმაურება //
mmm
22
3
ვაშაა!!! ურაა!!! ყანდაურა!!! კარგი ბიჭები ხართო გვითხრეს ბიძიებმა!!! ამაღამ ვქეიფობთ!!!
17:43 / 12-07-2018
გამოხმაურება //
მიხო
28
3
გილოცავთ ხალხო, ჩვენს დელეგაციას კარგი შთაბეჭდილება დაუტოვებია. მართალია ეხლა ვერ მიგვიღებენ, მაგრამ არა უშავს ეს შეგვაქეს ე.წ. "მაპს" ჯობია.
17:06 / 12-07-2018
გამოხმაურება //
anna
31
3
უცხოელი პრეზიდენტები ლამაზდებიან არჩევის შემდეგ..ჩვენი პრეზიდენტები კი ბურთივით იბერებიან. ????
16:58 / 12-07-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
15:17 / 15-02-2019
როგორ ეხმაურებიან "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს
12:52 / 15-02-2019
"თიბისი" ბანკი სისტემური ბანკია ქვეყნისთვის, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს" - გიორგი გახარია
10:07 / 15-02-2019
"მომიკითხეთ გვარამია, გამოვიდეს სადაც უნდა, გავუნგრევ თავ-ყბას" - ბედუკაძე ნიკა გვარამიას ემუქრება
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია