"ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს - სიღარიბის დონე არ მცირდება" - ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი

"ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს - სიღარიბის დონე არ მცირდება" - ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი

ჩვენ ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს და სიღარიბის დონე არ მცირდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ქობულიამ ისაუბრა ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც, მისი შეფასებით, შთამბეჭდავია, მაგრამ საქართველო რჩება ღარიბ ქვეყანათა შორის.

„მიუხედავად კარგი პროგრესის, საქართველო დღეს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამწუხაროდ, რჩება ღარიბ ქვეყნებს შორის. ეს აიხსნება პირველ რიგში იმით, რომ მიუხედავად საკმაოდ კარგი ზრდისა, ის ეკონომიკური შემოსავალი, რომელსაც საქართველო ქმნის ერთ სულ მოსახლეზე, არის ძალიან მცირე. ჩვენ ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს. ეს არ არის საკმარისი, რომ ხალხმა კარგად იცხოვროს. სიღარიბის დონე არ მცირდება“, - განაცხადა ქობულიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები