მიკ ჯაგერმა მოსკოვის ტაძარში ილია მეორის საგალობელი მოისმინა

მიკ ჯაგერმა მოსკოვის ტაძარში ილია მეორის საგალობელი მოისმინა

ბრიტანელმა მუსიკოსმა მიკ ჯაგერმა, რომელიც მოსკოვში ინგლისის ნაკრების საგულშემატკივროდ ჩავიდა, წითელ მოედანზე მდებარე ტაძარში ილია მეორის მიერ შექმნილ საგალობელს მოუსმინა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ჯაგერი სეირნობისას ნეტარი ბასილის სახელობის ტაძარში შევიდა, სადაც მისთვის საეკლესიო გუნდმა საგალობლები შეასრულა.

ჯაგერთან ერთად იმყოფებოდა კომპანიის Bosco დირექტორი კონსტანტინ ანდრიკოპულოსი, რომელიც ჟურნალისტებთან ჰყვება, რომ სასტუმროდან წითელ მოედნამდე ფეხით მივიდნენ, თუმცა მომღერალი ვერავინ იცნო.

ანდრიკოპულოსის თქმით, ჯაგერი მხოლოდ წმინდა ბასილის სახელობის ტაძარში იცნეს ტურისტებმა, ეკლესიიდან გამოსვლისას კი მას უკვე თაყვანისმცემლების დიდი ნაკადი დახვდა, თუმცა ავტოგრაფი არავისთვის მიუცია.

ანდრიკოპულოსი ამბობს, რომ ჯაგერს ეკლესია ძალიან მოეწონა, მუსიკოსმა აღნიშნა, რომ იქ „ნამდვილი რუსული სული“ იგრძნობოდა.

ერთ-ერთი საგალობელი, რომელიც მგალობლებმა ბრიტანელი მუსიკოსისთვის შეასრულეს, ილია მეორის მიერ შექმნილი „კირიე ელეისონ“ იყო.

ჯაგერი მოსკოვში ჩემპიონატის ფინალამდე დარჩება.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ