ვინ იქნება "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი - ოთარ კახიძის კომენტარი

ვინ იქნება "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი - ოთარ კახიძის კომენტარი

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება საზოგადოებისთვის და ერთ-ერთი ფავორიტი საპრეზიდენტო არჩევნებში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ განუცხადა.

კახიძის განმარტებით, პარტიაში მიმდინარე კონსულტაციები დასკვნით ფაზაშია და კანდიდატის ვინაობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, მათი კანდიდატი პარტიის შიგნით შეირჩა თუ მის გარეთ, მაგრამ აღნიშნავს, რომ ის აქტიურ პოლიტიკაშია.

„ევროპულ საქართველოს“ ეყოლება ძალიან ძლიერი კანდიდატი. პარტიაში აქტიური კონსულტაციები დასკვნით ფაზაშია და 21 ივლისს, საზოგადოებისთვის მისი ვინაობა გახდება ცნობილი. 3 კანდიდატს შორის მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა გამოკვეთილია სავარაუდო კანდიდატი, რომელიც სასიამოვნო სიურპრიზი იქნება საზოგადოებისთვის და ერთ-ერთი ფავორიტი საპრეზიდენტო არჩევნებში. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი აქტიურ პოლიტიკაშია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები