ჰალსტუხით რომ ვზივარ, ესეც დისკომფორტს მიქმნის, არც ვიცოდი, როგორ მომეგნო ამ ოთახისთვის - ივანე მაჭავარიანი

ჰალსტუხით რომ ვზივარ, ესეც დისკომფორტს მიქმნის, არც ვიცოდი, როგორ მომეგნო ამ ოთახისთვის - ივანე მაჭავარიანი

მე ახლა აქ რომ ვზივარ ჰალსტუხით, ესეც საკმაოდ დისკომფორტს მიქმნის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„ის, რომ მე ბიუროკრატიული გამოცდილება არ გამაჩნია და არც პოლიტიკოსის, ეს შეიძლება სისუსტე იყოს, გეთანხმებით, მაგრამ ამავდროულად ეს შეიძლება ძლიერ მოვლენაში გადაიზარდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში, იქნება ეს ფინანსთა სამინისტრო თუ ზოგადად სამთავრობო სტრუქტურა, დაინახო წლების განმავლობაში გამჯდარი ისეთი არაეფექტურობა, პროცესებში შენელება, რაზეც ჩვეულებრივად რეაქცია და მიუღებლობა გექნება. მე ახლა აქ რომ ვზივარ ჰალსტუხით, ესეც საკმაოდ დისკომფორტს მიქმნის. წესიერად არც ვიცოდი, როგორ მომეგნო ამ ოთახისთვის, მაგრამ ეს აკრეფადია. იმ უნარში, რომ არ ავყვე პოპულიზმს და სოციალური წნეხის ქვეშ არ დავგეგმო და მერე არ დავხარჯო ბიუჯეტი და მეორე მხრივ, გავატარო რეფორმები, რაც მცირე მთავრობის კონცეფციაშია, მე მგონი უფრო დამეხმარება ის, რომ არ მაქვს გამოცდილება ამ სფეროში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მან ასევე უპასუხა რომან გოცირიძეს, რომ დიპლომებზე და ხარისხებზე დევნა გასული საუკუნის 60-იანი წლებისთვის არის დამახასიათებელი. „დღეს ბატონი გიორგის [ქობულია] გამოსვლის დროს ახსენეთ, 60-იანი წლების ეკონომიკურ მოდელს ჰგავსო... დიპლომებზე და ხარისხებზე დევნა ასევე მე-20 საუკუნის 60-იანი წლებია. გაიხედეთ გარეთ, რა ხდება ტექნოლოგიებში და განვითარებულ ქვეყნებში. დღეს მიხსენეთ თქვენ, რომ ხადური იყო დოქტორი და თქვენ ბაკალავრი ხართ და იმან ვერ ქნა და როგორ იზამთო... მაშინ თქვენ გენერალისიმუსი უნდა იყოთ“, - მიმართა მაჭავარიანმა რომან გოცირიძეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები