გოგი წულაიამ ქუთაისის პარლამენტთან კუბო მიიტანა

გოგი წულაიამ ქუთაისის პარლამენტთან კუბო მიიტანა

პარტია "თავისუფალმა საქართველომ" პარლამენტთან პერფორმანსი მოაწყო. მათ შენობასთან სიმბოლურად კუბო მიიტანეს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გოგი წულაიას განცხადებით, ისედაც დასამარებული პარლამენტი დღეს საბოლოოდ დასამარდება.

"ამ ფორმით გამოვხატეთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის პარლამენტი და მთავრობა. პარლამენტს ყველა ხელისუფლების პირობებში უჭირდა, მაგრამ სულს ღაფავდა, ბიძინა ივანიშვილის პირობებში კი საბოლოოდ დასამარდა", - განაცხადა გოგი წულაიამ.

პარლამენტთან მუსიკოსებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც სამგლოვიარო სიმღერა შეასრულეს.

"მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის, რომელიც შეუერთდება პარლამენტს, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს" - პრემიერი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

ნიკა მელია მხარდამჭერებს რუსთავის ციხიდან მიესალმა - ფოტოები