სტუდენტების დაფინანსების მექანიზმი იცვლება

სტუდენტების დაფინანსების მექანიზმი იცვლება

განთლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების მექანიზმს ცვლის. ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა. ბატიაშვილის შეფასებით, დღეს არსებული დაფინანსება არაეფექტურია.

„დღეს არსებული დაფინანსების მექანიზმები შეიცვლება. არ იქნება მიბმული დღევანდელ სისტემაზე, არამედ იქნება განსხვავებულ სისტემაზე, რომელიც იქნება სხვადასხვა კრიტერიუმით შედგენილი. ამ რეფორმაში ჩართულები არიან მსოფლიო ბანკის ექსპერტებიც. ამ ყველაფერს წარმოვადგენთ სექტემბერში“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: განთლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების მექანიზმს ცვლის

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."