დავით ჭიჭინაძე - კურიოზი ის არის, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი - პლასტელინი არ უნდა აგვერჩია

დავით ჭიჭინაძე - კურიოზი ის არის, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი - პლასტელინი არ უნდა აგვერჩია

კურიოზი ის არის, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი. ასეთი პრეზიდენტის ყოლას, ჯობია საერთოდ არ ჰყავდეს „ქართულ ოცნებას“ კანდიდატი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლის თქმით, „პოლიტიკური კურიოზია, მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს“.

„თვითონ პიროვნებაზე არის დამოკიდებული, რისი კადრების უფლებას აძლევს თავს. მარგველაშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს პლასტელინივით იყო. ადამიანმა საკუთარ თავს პლასტელინი არ უნდა უწოდო და ნამდვილად, პლასტელინი არ უნდა აგვერჩია. ჩემი დონიდან ძალიან შორს არის პრეზიდენტი და მე მაგას არავინ გადამაწყვეტინებს, საკუთარ გადაწყვეტილებას კანდიდატის მიხედვით მივიღებ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.

“არჩევნებთან დაკავშირებით ერთი სერიოზული კომპონენტია, “ქართული ოცნება“ კანდიდატს ვერ ასახელებს. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ჩემს მიერ კანდიდატურის დასახელება-არდასახელების საკითხი. პროცესს რომ ვაკვირდები, პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პოლიტიკური ძალა კანდიდატს ვერ ასახელებს. იცით რატომ ვერ ასახელებს? იმის გამო, რასაც 5 წელიწადი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ აკეთებდნენ. ეს იყო შეურაცხყოფის, დაკნინების, პოლიტიკური შანტაჟის, პროპაგანდის ზღვა, რომელიც ააზვირთეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები