ცხრა ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს სამშაბათს დაასახელებს

ცხრა ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს სამშაბათს დაასახელებს

ცხრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს სამშაბათს დაასახელებს. როგორც ჟურნალისტებს დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განუცხადეს, კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს, რათა შეჯერდნენ საერთო კანდიდატზე, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს მმართველ პარტიას და მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კანდიდატურას არ აკონკრეტებენ. ცნობილია, რომ ცხრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია მხარს არ დაუჭერს გიორგი მარგველაშვილს, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ასევე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად არ დასახელდება „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მასთან შეთავაზება იყო, თუმცა თავად არ სურს პრეზიდენტობაზე კენჭისყრა.

არსებული ინფორმაციით კი, ცხრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ აარჩევს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები