ავტორი:

ცისანა სეფიაშვილი მეორე ქმარს დაშორდა - მომღერლის კომენტარი

ცისანა სეფიაშვილი მეორე ქმარს დაშორდა - მომღერლის კომენტარი

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი აქტიურ შოუ-ბიზნესურ ცხოვრებას რამდენიმე წლის წინ, მეორე ოჯახის შექმნის შემდეგ ჩამოშორდა. სოსო ზაქარეიშვილზე დაქორწინების შემდეგ, ცისანამ სამი შვილი გააჩინა, ოჯახის პარალელურად ის "ტოიოტას" ცენტრში მუშაობდა და, ბუნებრივია, სიმღერასაც ვეღარ ახერხებდა. ცისანა სეფიაშვილს და სოსო ზაქარეიშვილს სამაგლითო ოჯახი ჰქონდათ, თუმცა გავრცელდა ხმები, რომ მათი ოჯახი დაინგრა. ინფორმაციის გადამოწმება თავად ცისანა სეფიაშვილთან ვცადეთ.

- ქალბატონო ცისანა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქმარს დაშორდით, მართალია?

- გიდასტურებთ ამ ინფორმაციას.

- რა გახდა დაშორების მიზეზი და გამორიცხავთ შერიგებას?

- მე მხოლოდ დაშორების დადასტურება შემიძლია. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

ცისანა სეფიაშვილისა და სოსო ზაქარეიშვილის სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო. როგორც მომღერალი ორი წლის წინანდელ ინტერვიუში აცხადებდა, სწორედ სოსომ გადაატანინა პირველი ოჯახის დანგრევით გამოწვეული სევდა.

"ჩემი და სოსოს ქორწინება ისე სწრაფად მოხდა, ჭორებიც კი დადიოდა, რომ პირველ ქმართან ცხოვრების დროს მე უკვე მასთან მქონდა ურთიერთობა, რაც ტყუილია. კოკა წერეთელს რომ გავშორდი, მოსკოვიდან თბილისში წამოვედი. მამა იმ პერიოდში მოსკოვში საქართველოს საელჩოში მუშაობდა, კულტურის საკითხები უფროსი მრჩეველი იყო, მაგრამ "უზნეო" შვილს ერთ თვეში ისიც ჩამომყვა. სახლში რემონტის კეთება დაიწყეს და მამამ ლიკანში გამამწესა. სწორედ მაშინ გავიცანი სოსო, მისი მამა, რეჟისორი ლევან ზაქარეიშვილი და მათი მეგობრები. სოსომ თავის თავზე აიღო ჩემი გამხიარულება. ცუდად ვიყავი, ოჯახის დანგრევას, მარტოხელა დედობას განვიცდიდი, ამიტომ ღამით დაძინება მიჭირდა. ჩემი და სოსოს ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. როცა ყველას ეძინა, ჩვენ ვერანდაზე ვისხედით და რაღაცნაირად ამ რთულ პერიოდში მეხმარებოდა.

შემდეგ აბასთუმანში წავედი და იქაც მირეკავდა, დილამდე მელაპარაკებოდა. ჩვენი ურთიერთობა მთლად მეგობრული აღარ იყო. ფინალი კი ბაკურიანში მოხდა. ერთ ღამეს დამირეკა და მითხრა, აივანზე გადი, მომიყევი, როგორი ხედი გაქვსო. მეც გავედი და მოყოლა დავიწყე, მაგრამ უცებ აღმოვაჩინე, რომ მისი ხმა მხოლოდ ტელეფონიდან კი არა, ახლოდან მესმოდა. ქვემოთ ჩავიხედე და სოსო იქ იყო. ადგილს მოსწყდა და ჩემკენ გამოიქცა... მთელი ღამე აივანზე გავათენეთ, ვარსკვლავები ცვიოდა, ყველაფერი ლამაზი იყო, ცოტა ქალური შიში მქონდა, ნეტა საით წაიყვანს ამ ქველაფერს, მთავარია, რამე არ გააფუჭოს-მეთქი. დილით ისე წავიდა, ჩემთვის არც კი უკოცნია.

მეორე დღეს დამირეკა და მომიყვა: "1997 წელს გნახე კლიპში "გიხაროდენ" და ვთქვი, რომ აუცილებლად ჩემი ცოლი გახდებოდი. ბიჭებმა მითხრეს, ნუ ფანტაზიორობ, გათხოვილიაო. ლიკანში რომ დაგინახე, გავიფიქრე, თავისი ფეხით მოვიდა-მეთქი... სოსოს ბრალია, რომ ამდენი შვილი მყავს. მესამე მშობიარობის შემდეგ გადავწყვიტე, შვილს აღარასოდეს გავაჩენ-მეთქი, მაგრამ სოსო მეუბნებოდა, აბა, ვნახოთო. ქმრის ძალადობის გარდა, ალბათ ღვთის ნება იყო, რომ მეოთხე შვილიც გამეჩინა", - იხსენებდა "სარკესთან" ინტერვიუში მომღერალი.

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს

გაერთე Festival Haerze და მოიგე საგზური კვიპროსში - უპრეცედენტო შემოთავაზება ფესტივალის ორგანიზატორებისგან