გაერთე Festival Haerze და მოიგე საგზური კვიპროსში - უპრეცედენტო შემოთავაზება ფესტივალის ორგანიზატორებისგან

გაერთე Festival Haerze და მოიგე საგზური კვიპროსში - უპრეცედენტო შემოთავაზება ფესტივალის ორგანიზატორებისგან

34 ქართველი არტისტი და 3 სცენა - 2 დღის განმავლობაში ადგილობრივი სცენის, ყველა წამყვანი კლუბის რეზიდენტი Festival Haerze-ზე შეიკრიბება. ფესტივალი 23-24 ივლისს იმერეთში, ზეკარში ჩატარდება. არტისტები 2 დღის განმავლობაში იზრუნებენ ვიზიტორების განწყობაზე.

ფეტსივალის ორგანიზატორები კი სტუმრებს ხარისხიანი მუსიკის და მრავალფეროვანი გართობის გარდა, გათამაშებასაც სთავაზობენ. Festival Haerze-ს პარტნიორი გახდა ტურისტული კომპანია Twins Travel, რომელმაც გადაწყვიტა რომ გაათამაშოს 2 კაციანი საგზური კვიპროსზე, სასტუმროს ჯავშნითა და კვებით.

„მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით ფესტივალს. ძალიან მოგვწეონა კონცეფცია, ამიტომ გადავწყვიტეთ, წაგვეხალისებინა სტუმრები და Twins Travel-ის სახელით მათთვის საგზური გვეჩუქებინა. ეს იქნება ულამაზესი ადგილი კვიპროსი და ჩვენ ავუნაზღაურებთ როგორც ბილეთების ხარჯს, ისე სასტუმროსა და კვებას. ძალიან გვინდა, რომ ბევრი ადამიანი შემოურთეს ამ გათამაშებას,“ - აცხადებს Twins Travel-ის დირექტორი გიორგი გულიაშვილი.

გათამაშების წესები მარტივია: საგზურს მოიგებს ის, ვინც ყველაზე მეტ ბილეთს შეიძენს TKT.GE-ზე ერთი ანგარიშით. ასევე აუცილებელია, რომ მას მოწონებული ჰქონდეს TWINS TRAVEL-ის გვერდი Facebook-ზე.

ფესტივალზე სტუმრებს დახვდებათ კვების ობიექტები, ბარები, სტარტაპები. მოეწყობა გასართობი და სახალისო აქტივობები, მათ შორის, Archery Tag. „ლევიოსას“ იოგის ინსტრუქტორი კი სტუმრებს პილატესს და იოგას ავარჯიშებს. იქნება სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები და თამაშები.

„ძალიან გვიხარია, რომ ახალ სივრცეს ვქნით ახალ რეგიონში, განსხვავებული კონცეფციით და იდეით. წვლილი შეგვაქვს რეგიონის ტურისტულ და კულტურულ განვითარებაში. ჰაერზე - ეს არის სივრცე მთებში, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ საინტერესო და უცნობი ადგილები, მოუსმინოთ საყვარელ არტისტებს, დაკავდეთ სპორტით, დაისვენოთ მეგობრებთან ერთად,“- აღნიშნავს Festival Haerze-ს ორგანიზატორი ანანო თავხელიძე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Haerze-ს გვერდზე

ბილეთების შესაძენად გადადით ლინკზე

ინფორმაცია ივენთის შესახებ

სასტუმროებისა და საოჯახო სახლების დასაჯავშნად გადადით ლინკზე

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს

„მუსიკოსთა პარკის“ ღონისძიებების სერიას Salomé de Bahia საკარნავალო განწყობით გახსნის