შოკისმომგვრელი "საიდუმლოებები" - როგორ ახერხებენ შამპუნების რეკლამებში თმა სქელი, რბილი და მბზინვარე იყოს

შოკისმომგვრელი "საიდუმლოებები" - როგორ ახერხებენ შამპუნების რეკლამებში თმა სქელი, რბილი და მბზინვარე იყოს

ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ რეკლამაში თმა ჩანდეს მბზინავი, სქელი, რბილი... ასეთ შედეგს, შესაძლოა, იმ შემთხვევაშიც კი ვერ მიაღწიოთ, თუ თმა ხარისხიანი გაქვთ და მოვლის საუკეთესო საშუალებებს ხმარობთ.

"კოსმოპოლიტენის" ინფორმაციით, კომპანიამ Suave წამოიწყო ახალი კამპანია Hair You Can Believe, რომლის ფარგლებშიც თმის მოვლის საშუალებების ბრენდმა გვიჩვენა, როგორ ახერხებენ რეკლამებში მოდელის თმაზე „სასწაულების მოხდენას“.

1. იყენებენ მწვანე ეკრანის ტექნოლოგიას, რომ თმის ტალღები ლამაზად ეშვებოდეს

მოდელს აქვს მწვანე ფონი და ასევე მწვანე სამოსში ჩაცმული ადამიანები თმას მწვანე, გრძელი ჯოხებით ამოძრავებენ. ვიდეო, ცხადია, მოგვიანებით მონტაჟდება და მაყურებელი ხედავს, როგორ ჰაეროვნად მოძრაობს მოდელის თმა.

2. თმა რომ ხშირი ჩანდეს, ქაფის ბურთულებს იყენებენ

თუ სტილისტები სასურველ ფორმას ვერ იღებენ, იმისთვის, რომ თმა უფრო მოცულობითი გამოჩნდეს, მოდელს თმაზე ბურთულებს უმაგრებენ.

3. გამოიყენება უამრავი ხელოვნური თმა

ვიდეოს ერთ-ერთ კადრში ჩანს მოდელი, რომელიც წევს და მისი თმა იატაკზე ტალღებად არის გაშლილი. როდესაც მოდელი წამოდგება, დაინახავთ, რომ ტალღებად გაშლილი თმა კვლავ იატაკზე დარჩა.

Suave-ს მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ქალების 74 პროცენტს არ ჯერა, რომ რეკლამაში ნაჩვენები თმა რეალურია. ქალების ორ-მესამედს კი თმის მოვლის საშუალებების მიმართ ასეთი საიდუმლოების გამჟღავნების შემდეგ ნდობა დაეკარგა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ