გიორგი მარგველაშვილის პასუხი რუსეთის პრეზიდენტის მუქარაზე

გიორგი მარგველაშვილის პასუხი რუსეთის პრეზიდენტის მუქარაზე

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება საქართველოსთან მიმართებაში არასასიამოვნოა, თუმცა არა - ახალი.

ასე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "ნატო-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებას რუსეთის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოყვება".

"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმ მტკიცე მხარდაჭერის ფონზე, რომელიც საქართველოს ჰქონდა ნატო-ს სამიტზე, ასევე იმ ძალიან კონკრეტული გზავნილის ფონზე, რომელიც ნატო-ს წევრმა 29 ქვეყანამ რუსეთის მიმართ დააფიქსირა, რომ ის არის ოკუპანტი და უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ჯარმა, იმ მტკიცე მხარდაჭერის ფონზე, როცა ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი - ასეთი პასუხი რუსეთის პრეზიდენტის არის ის პასუხი, რომელიც სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია გვესმის. ჩემთვის ეს არის უაღრესად არასასიამოვნო, მაგრამ არ არის ახალი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები