"პრეზიდენტის სასახლის მომავალი" - რა იდეა მიაწოდა მოქალაქემ მერს?

"პრეზიდენტის სასახლის მომავალი" - რა იდეა მიაწოდა მოქალაქემ მერს?

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 168 მიმდინარე, 175 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 9 იდეა განხილვის პროცესშია, ორი კი უკვე შეთანხმებულია.

მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთი იდეის ავტორი თბილისში პრეზიდენტის სასახლისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებაზე საუბრობს. კერძოდ, მოქალაქის აზრით, შენობა „მეფეთა მუზეუმად“ უნდა გადაკეთდეს.

„შემდეგი საქართველოს პრეზიდენტი (ლოგიკურად) დღევანდელ პრეზიდენტის სასახლეში აღარ დაიდებს ბინას, სწორედ ამიტომ შემოვდივარ წინადადებით: ე.წ "პრეზიდენტის სასახლე" გადავაკეთოთ "მეფეთა მუზეუმად". კერძოდ შენობის ინფრასტრუქტურას არ დასჭირდება დიდად შეცვლა, გავაკეთოთ ჩვენი მეფეების ცვილის ფიგურები (შესაძლებელია გარდაცვლილი პრეზიდენტებიც) თან დავურთოთ საინფორმაციო დაფა და აუდიო ისტორია მისი მეფობის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, რათა ტურისტებმა (და ეჭვი მაქვს ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემაც) შეძლონ მათთვის გასაგებ ენაზე მოისმინონ ისტორიები საქართველოს მეფეებისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი თარიღების შესახებ.

ამავე შენობაში გამოიყოფა სივრცე სადაც შეგვიძლია სუვენირების სახით გავყიდოთ საქართველოსთან ასოცირებული სიმბოლიკები (დროშა, გერბი, თუნდაც მეფეების მინი ფიგურები და ა.შ). განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები