ავთანდილ ხურციძე დეპორტაციის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

ავთანდილ ხურციძე დეპორტაციის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენი, ავთანდილ ხურციძე ამბობს, რომ პატიმრობის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს.

ხურციძის განცხადება მისი „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

სპორტსმენის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთში გაიგეს, რომ „მაფიოზები დაიჭირეს“, დაკავებულების სანახავად უამრავი ხალხი ჩავიდა.

"მაგარი "პადერჟკა" ცოდნიათ რუსებს, ჩვენ რომ ვიძახით ქართველები გასაჭირში ვუდგევართ ერთმანეთსო თუ არა ლხინში ყველა კი დადგება ბიძიაო ჰაჰააჰა, ლექსიც როგორი შინაარსიანი დამიწერა რუსმა, სვანური ქუდი ეხურა თავზე და ესე დამამახსოვრა თავი. ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? საქართველოს მაინც არ ვახსოვარ, თან არც სცოდნიათ, ვისი სახელით გამოვდივარ. აგერ - რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ არ ვიყავი თორე რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა დამადეპორტებს, ეს ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები რომ ამერიკაში დავრჩე. და თუ არაფერი გამოვა მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ. მერე რა მოხდა კაცო, მე კი არა როი ჯონსმა ამერიკის მოქალაქეობაზე თქვა უარი და რუსეთის მიიღო და მე რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი რა გასაკვირია. დანაშაული ისაა კაცი რომ ჩაიდენს დანაშაულს ან რომ ჩადის და დააკავებ. და თვითონ რომ თავაზობ დანაშაულის ჩადენას და რამოდენიმეჯერ უარით გაისტუმრებ, მერე მოხდება ერთადერთი შემთხვევა (ისიც თავდაცვის მიზნით) , ჩაგიწერენ და დაელოდებიან იმ მომენტს როდესაც მწვერვალზე ახვალ და ფეხით ჩამოგათრევენ, აი ეს არის დანაშაული, ეს არის გეგმის განხორციელება. მთელი 3 წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა, როცა სპეციალური აგენტები მამუშავებდნენ გვერდიდან, შიგნიდან, ზევიდან და მაინც ვერაფერი ჩამადენინეს, გარდა უმნიშვნელო მიზეზისა. 2016 წლის 10 სექტემბერს მომხდარი შემთხვევითობა გამოიყენეს 2017 წლის 6 ივნისს. რა ვიცი რა არ დამარქვეს ბოლოს მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, ჩაქუჩა კრიმინალური სახელწოდებააო და ამაზე მსროკავდნენ. მოწმეების მოყვანა დაჭირდა ჩემს ადვოკატებს რომ დაემტკიცებინათ ეს "კლიჩკა" სპორტიდანაა. საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვდა ჩემს წარმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად.ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უჭირავს.ამიტომაც ჩემი ადგილი არ გახლავთ საქართველოში. მე ერთიან საქართველოს ვუჭერ მხარს, შუაში გაყოფილს არა. სხვას რა პასუხი უნდა გავცეთ, ერთმანეთში თანხმობა და ერთმანეთისთვის პასუხი ვერ გაგვიცია. როდის იყო ძალადობით მოსული საქმე კარგი თუ ცუდი კარგს მოახდენდა?!“ - წერს სპორტსმენი.

"რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობის" ბრალდებით, 2017 წლის ივლისში ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

მოგვიანებით სასამართლომ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა. „სპორტალის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„სასამართლომ გარკვეულ საკითხებში გამამართლა. დარჩა ორი ბრალდება - რეკეტი და "გემბლინგი" (უკანონო აზარტული თამაშები), მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები. სავარაუდოდ, ერთ წელში გამათავისუფლებენ“, - დაწერა ხურციძემ სოციალურ ქსელში.

იხილეთ ვიდეო: მოკრივე ავთანდილ ხურციძე - საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი აღარ ვარ

"შეყვარებული ტურისტის" მკვლელობის საქმე... ის მილებად გადააქციეს" - რა ფოტოებს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"?

"ხულიგნებს ერიდეთ...უკან რომ მოვბრუნდი, ასე დამხვდა" - "ბაიკერი" ბებო სოციალურ ქსელს იპყრობს

"საკმარისია გაშვერილი თითი 26 მაისს, ფარდულზე ორი მიცვალებულის დამტოვებელი დეპუტატების,  მინისტრების, გულმხურვალე "ნაცებისგან!" - თინა ხიდაშელი