"შეუძლიათ პარტიას "ქართული ოცნების" ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან" - ფოფხაძე ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ეხმაურება

"შეუძლიათ პარტიას "ქართული ოცნების" ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან" - ფოფხაძე ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ეხმაურება

თუკი პარტიაში ყოფნის სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს, არ მგონია, ასეთ პარტიაში დარჩენის სურვილი ბევრს ჰქონდეს – შეუძლიათ პარტიას "ქართული ოცნების" ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება, – ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარტია "ქართული ოცნებიდან" დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილებას.

"მე მაინტერესებს ამ პოლიტიკური გუნდის შიგნით რა პრინციპებზე ხდება ერთმანეთთან ურთიერთობა და რაში მდგომარეობს დავით ჭიჭინაძის მიმართ პრეტენზია, რომ პარტიის მოსული მესიჯებით არ ცხოვრობს და არ აზროვნებს?! თუ ეს არის ჭიჭინაძის მიმართ პრეტენზია, მე სოლიდარული ვარ მის მიმართ. მე მაინტერსებს ამ ყველაფრის დასაბუთება! რატომ ირიცხება ჭიჭინაძე პარტიიდან – რუსეთის აგენტია? შპიონაჟშია ეჭვმიტანილი? კორუფციაზეა საუბარი? რაც შეეხება ეთიკურობის საკითხს, ეთიკურობა ძალიან შეფასებითი კატეგორიაა. ერთს რაც არაეთიკურად მიაჩნია, მეორეს მიაჩნია პრინციპულად, სწორად და სამართლიანად! მაშინ საზოგადოებას ვკითხოთ, თუ როგორია ეთიკის სტანდარეტები. არ მგონია, რომ დათო ჭიჭინაძეზე უფრო ეთიკურად იქცეოდეს ბევრი სხვა, რასაც ჩვენ ბევრისგან ვითმენთ. ყველაფერზე სათქმელი, ბოლომდე ითქმება – თუ ასე დაისვა საკითხი, რაზეა ლაპარაკი", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გედევან ფოფხაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები