გაგიკვირდებათ და ფოტოებზე ერთი და იგივე ქალია - თმის სტილისტის საოცარი ტრანსფორმაცია

გაგიკვირდებათ და ფოტოებზე ერთი და იგივე ქალია - თმის სტილისტის საოცარი ტრანსფორმაცია

ნატალი კინგი, რომელიც თმის სტილისტი და შეთავსებით - მოდელია, სულ ცოტა ხნის წინ ჭარბწონიანი იყო. ნატალი იხსენებს, რომ საკუთარი ფორმები არ მოსწონდა და ცდილობდა, ნაკლებად გასულიყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

49 წლის ქალმა გადაწყვიტა, ცხოვრება მთლიანად შეეცვალა და 76 კგ დაიკლო. წონაში კლების შემდეგ კი პლასტიკურ ქირურგებსაც მიმართა. გარეგნობის შესაცვლელად მან 7 ათასი ფუნტი დახარჯა.

ახლა ნატალის საკუთარი თავი ძალიან მოსწონს. მას სურს ჰგავდეს პამელა ანდერსონს და ბარბის, ამისთვის კი ყველაფერს აკეთებს.

„როდესაც გარეთ გავდივარ, ბევრი მეუბნება, რომ პამელა ანდერსონს ვგავარ, განსაკუთრებით კი - როდესაც შავი სამოსი მაცვია.

"არ მომწონდა საკუთარი თავი პლასტიკურ ოპერაციებამდე, არ მინდოდა სახლიდან გასვლა, ახლა კი ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირად გავიდე,“ - ჰყვება კინგი.

ის ამბობს, რომ წონაში მატების პროცესი ვერ გააკონტროლა, ჭამდა ყველაფერს, რაც სურდა.

„ძალიან მალე ვიღლებოდი, არაფრის გაკეთება მინდოდა, არც სადმე წასვლა. კიბეებზე ასვლაც კი მიჭირდა. ძალიან მომბეზრდა ასე ყოფნა და გადავწყვიტე, რომ წონაში აუცილებლად უნდა დამეკლო, თუმცა, ამავე დროს, გარეგნობაც შემეცვალა - იმდენად, რომ ჩემი ცნობა რთული ყოფილიყო,“ - ამბობს ნატალი.

ის კმაყოფილია, რომ ბევრი ადამიანისგან იღებს კომპლიმენტს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ